national delicacy

20 ლარად: ლაშქრობა თბილისის ეროვნულ პარკში და პეტრეს მთაზე

  • ID: 66650
  • ნახვები: 384
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/12/23
    დაბრუნება
    • 24/12/23
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე"
24 დეკემბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო - განსატვირთ ტურს პეტრეს მთასა და თბილისის ეროვნულ პარკში. ვილაშქრებთ ტყის ბილიკებზე ულამაზესი ხედების ფონზე. ეს ტური მათთვის არის, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ბუნებაში ხეტიალი სურს. მხოლოდ ტყეებში ბოდიალი რომ არ გამოგვივიდეს, ისეთი ბილიკები შევარჩიეთ, რომლებიც ტყეებში ჩაფლულ უძველეს ტაძრებთან მიგვიყვანს. ორ საქმეს ერთად გავაკეთებთ  თან ლაშქრობა, თან ისტორიული ძეგლები 

 

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

1. თბილისის ეროვნული პარკი 
2. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (მდებარეობს ტყეში)
3. წმ. გიორგის ტაძარი (მდებარეობს ტყეში)
4. წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის მამათა მონასტერი. მდებარეობს პეტრეს მთაზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თბილისზე.
5. პანტანასას დედათა მონასტერი. აქ დაბრძანებულია 250 ზე მეტი სიწმინდე და შეგიძლიათ მოილოცოთ.

 

 თუ ყოჩაღი ჯგუფი იქნება, დრო დაგვრჩება და სურვილიც გექნებათ, დავამატებთ სანახავ ძეგლებს.

 

 ფეხით სასიარულო ერთი გზა
4 კმ. ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში - 8 კმ. მარტივი სირთულის.

 ტურის ღირებულება: 20 ლარი

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ ძალიან ნისლი იქნება.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
8:45 სთ. გავდივართ 9:00 სთ. (დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში)

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით
( მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/12/23
    დაბრუნება
    • 24/12/23