საახალწლო ტური ბაკურიანში - სრული პაკეტი
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
3 დღიანი საახალწლო ტური ბაკურიანში- სრული პაკეტი მხოლოდ
ზამთრის საახალწლო ტურის დროს გელოდებათ: ულამაზესო სათხილამურო კურორტი ბაკურიანი,სადაც გექნებათ დრო ისეირნოთ , ისრიალოთ, გაისეირნოთ საბაგიროებით და დატკბეთ ულამაზესი ხედებით.
ტრანსპორტირება (კომფორტული მიკროავტობუსი, აუდიო სისტება, კომფორტული და ფართო სავარძლები)
სასტუმროში განთავსება (2-3 კაციანი ნომრები, ინდივიდუალური სველი წერტილებით
საუზმე სასტუმროში
ვახშამი სასტუმროში
საახალწლო სუფრა სასტუმროში + ღვინო (
გიდის მომსახურება ( გამოცდილი და კვალიფიციური )
ფოტო - გადაღება
ტურის გეგმა :
დღე პირველი
გასვლა თბილისიდან : რუსთაველი ( ველოსიპედის ძეგლი )
ტიმოთესუბანი ( ეკლესია ბორჯომის ხეობაში)
დაბინავება სასტუმროში
სრიალი და თავისუფალი დრო
საახალწლო ღონისძიება ბაკურიანში
საახაწლო სუფრა ( ახალი წლის შეხვედრა )
დღე მეორე :
საუზმე სასტუმროში
სრიალის მოყვარულებს შეგიძლიათ ისრიალოთ თქვენთვის სასურველ ტრასაზე
თავისუფალი დრო სრიალისთვის
საბაგიროებით გასეირნება ( უმაღლეს წერტილამდე )
ვახშამი სასტუმროში
დღე მესამე :
საუზმე სასტუმროში
შუა დღეს გამომგზავრება თბილისისკენ
სურვილის შემთხვევაში გავისეირნებთ ბორჯომის პარკში
დაბრუნება თბილისში
ტური შედგენილია კვალიფიციური გიდების მიერ და არის დროში იდეალურად გადანაწილებული - ტურის მიზანია ვიზიტორის მაქსიმალური კომფორტი და დასვენების ხელშეწყობა
ტურის დაჯავშნა აუცილებელია წინასწარ, ადგილების რაოდენობა არის შეზღუდული
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
WhatsApp:
Viber:
Mail:
#ბაკურიანი
ნაკლების ნახვა
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.