ახალი წელი ბაკურიანში დღიანი ტური
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ საახალწლო 3 დღიან ტურს
ტურის პროგრამა????
I დღე:
✔️ 12:00 ტიმოთესუბნის მონასტერი (მიკროავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში, რადგან ავტობუსი ვერ მივა ამ ლოკაციაზე)
✔️13:00 განთავსება სასტუმროში
✔️14:00 სადილი
✔️თავისუფალი დრო
✔️19:00 ვახშამი
✔️თავისუფალი დრო
II დღე:
✔️ 10:00 საუზმე
✔️თავისუფალი დრო
✔️ 14:00 სადილი
✔️თავისუფალი დრო
✔️19:00 ვახშამი
✔️თავისუფალი დრო
III დღე:
✔️ 10:00 საუზმე
✔️11:00 სასტუმროდან გამომგზავრება
✔️ წაღვერი
✔️ ბორჯომი, სერაფიმ საროველის მონასტერი - მიკროავტობუსით წასვლის შემთხვევაში.(ავტობუსით ვერ ავალთ, მაშინ მხოლოდ ბორჯომის პარკს მოვინახულებთ)
✔️17:00 თბილისში გამომგზავრება
✔ მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით ან 30 და 50 ადგილიანი ავტობუსით
✔️განთავსება სასტუმროში ორი ღამით 2 და 3 ადგილიან ნომრებში თავისი სველი წერტილებით, ცივი-ცხელი წყალი, თეთრეული, WIFI
✔ კომპანიიდან გამყოლი
✔ სამჯერადი კვება
✔ თარჯიმანი (მოთხოვნისამებრ)
✔ ფოტოგადაღება
თხილამურების და საბაგიროს მოსაკრებელი
⭕გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
➡️ არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მსვლელობის დროს ტრანსპორტში და არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში!
➡️არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
➡️აუცილებელია კომფორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და მოსაცმელი,(სათადარიგო ტანსაცმელი ორი დღისთვის)
➡️ვემორჩილებით გიდს!მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
დაბრუნება 23:00 საათზე
----------------------------------------------------------
ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
????
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.