სვანეთის დღიანი ტური (ლამპრობა)
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური შედგება 1⃣3⃣-1⃣4⃣-1⃣5⃣ თებერვალს (ლამპრობა სვანეთში)
ტურის პროგრამა:
პირველი დღე:
გავდივართ 01:00
10:00 დაბინავება სასტუმროში და თავისუფალი დრო (სასტუმრო მდებარეობს მეესტის ცენტრში)
მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმი
14:00 საათზე ავალთ საბაგიროს გზით ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე და ვისრიალებთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე???? გადავიღებთ სურათებს ზურულდის კაფის ხედზე ????????
მჟავე წყლები.
საღამოს მესტიის ქუჩებში გასეირნება.
საღამოს ყველა ერთად მოვემზადებით დღესასწაულის შესახვედრად,შევწვათ მწვადს და მოვილხენთ ერთად ????????
მეორე დღე:
09:00 შეკრება
სურვილისამებრ ვისაც სურვილი აქვს ისრიალოს ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე????
ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია.
მ.ხერგიანის სახლ-მუზეუმი.
მარგიანების საგვარეულო კოშკი და მუზეუმი,რომელიც წარმოადგენს ძველ სვანურ საცხოვრებელ სახლს.
ჰეშკილის ქოხები და საქანელა
საღამოს დაბინავება სასტუმროში
მესამე დღე:
09:00 შეკრება
სოფელი ლატალი (ლატალის იოანა წინასწარმეტყველის ეკლესია).
ენგურის ხეობა
ენგურის კაშხალი
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
ზუგდიდის დადიანების სასახლე
საღამოს დაბრუნება თბილისში
ტრანსპორტირება (სპრინტერის კომფორტული მიკრო ავტობუსით)
სასტუმროში განთავსება (2 ღამის საფასური, სასტუმრო მდებარეობს მესტიის ცენტრში)
გიდი
თარჯიმანი (მოთხოვნისამებრ)
ფოტოგადაღება
კვება, საკვების ნაწილი მოგვაქვს სახლიდან, ან შეგვიძლია ადგილზე შევუკვეთოთ.
მუზეუმის ბილეთები().
საბაგიროების ბილეთები(ერთი ასვლა-ჩამოსვლა-).
ჰეშკილის ჯიპ-ტური-.
????ვემორჩილებით გამყოლს მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე
მარიამი
????დამატებითი დეტალები:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ! ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს!
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.