national delicacy

ჯავახეთი: კუმურდო, ფარავნის და საღამოს ტბები, ფოკა, გორელოვკა- დუხაბორები, ახალქალაქში ტურინის სუდარის ასლი

  • ID: 66574
  • ნახვები: 403
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე“
12 ნოემბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯავახეთში.

 

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.
 რუსთავიდან თუ წამოხვალთ, ტურზე სანამ ჩაგვეწერებით გაგვაფრთხილეთ წინასწარ.

 

 

 

1. კუმურდო - მე-10 ს.
2. ზრესკა (პასკიას) ტბა და სამლოცველო
3. ახალქალაქი (ტურინის სუდარის ასლი, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის სხეული გაახვიეს).
4. ახალქალაქის ციხე მე-11ს. ციტადელი, კოშკები, ქარვასლა, ეკლესიის ნაშთები, სენაკები, მეჩეთი.
5. გორელოვკა - დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმი
6. საღამოს ტბა
7. ფარავნის ტბა (ფართობით საქართველოს უდიდეს ტბა)

 

 

 ფეხით სასიარულო არსად არ გვაქვს - 0 კმ.

 

ტურის ღირებულება: 40 ლარი

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ. გავდივართ 8:00 სთ
( გთხოვთ არ დააგვიანოთ, რადგან გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით)

 

 

 თბილისში დაბრუნება 21:00 საათისთვის

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით ( მარშუტკით)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

instagram- saqartvelosbilikebze

 

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:

1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
საქართველოს ბილიკებზე