national delicacy

კევლიანი, მამკოდა, საბადური

  • ID: 66558
  • ნახვები: 461
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" 4 ნოემბერს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შემოდგომისფერ საბადურის ტყეში.

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

 რუსთავიდან თუ წამოხვალთ, ტურზე სანამ ჩაგვეწერებით გაგვაფრთხილეთ წინასწარ.

 

1. მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, მე-9 ს. (აქ გადაღებულია ფილმი ორმაგი სახე. მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ).
2. ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი.
3. კევლიანის მონასტერი: - ივერიის ღვთისმშობლის ხატის მამათა სავანე, ამაღლების ეკლესია ("ბნელა საყდარი", მე-8-10 ს.ს.).
4. საბადურის ტყე.

 

 ტურის ღირებულება: 30 ლარი.

 

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 3 კმ. მარტივი, ტყის გზაზე, სუფთა ჰაერზე.

 

 ტურის ბოლოს კი ჯგუფის სურვილის შემთხვევაში გვექნება კოცონ-პიკნიკი და მწვადაობა. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

 

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:45 სთ-დან.
გავდივართ 9:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი . ( სასურველია ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისათვის ნებისმიერ ტურზე იქონიოთ).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვებს დისკომფორტს.
 ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს 
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვაგვიანებთ
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე (და არა გასვლის წინა დღეს) თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
საქართველოს ბილიკებზე