შემოდგომის ფერადი სვანეთის სამდღიანი ტური

ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID66554

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გაატარეთ დაუვიწყარი 3 დღე ჩვენთან ერთად! ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე‼

P.S. ძლიერ წვიმიან ამინდში ტური არ შედგება!

გზად გავივლით და მოვინახულებთ:

I დღე:

მჩქეფარე ენგურის ხეობა.

ენგურის კაშხალი : შესვლა -

ჩანჩქერი ენგურის ხეობაში

ულამაზესი შემოდგომის ფერადი მესტია, დაბინავება საოჯახო სასტუმროში

კურორტი ჰაწვალი და ზურულდი, საბაგიროთი ავალთ და დავტკბებით სვანეთის ულამაზესი ფერადი ხედებით

ქორულდის ტბები -ჯიპ ტური (მხოლოდ კარგ ამინდში, ასევე არ უნდა იყოს წინა დღით ნაწვიმარი)

ბეთქილის მჟავე წყალი

გასეირნება ღამის მესტიაში

II დღე:

09:00 სოფ. იფარი - "სიყვარულის კოშკი"

სოფ. კალა - წმ.კვირიკეს და წმ.ივლიტას სახელობის ეკლესია, სვანურად "ლაგურკა"- X ს. (თუ ღიად იქნება ტაძარი, საფეხმავლო-საშუალო სირთულის, ჯამში 2 კმ)

სოფელი უშგული

ჩაჟაშის თემი

თამარის კოშკი

ჟიბიანის თემი- ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (სურვილისამებრ)

უშგულის ლამარია - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს.

უშგულში დავაგემოვნებთ სვანურ კერძებს

ჰეშკილის ქოხები

საღამოს დაბრუნება მესტიაში

განთავსება სასტუმროში

III დღე:

10:00 მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი (სურვილისამებრ)

12:00 თბილისისკენ გამომგზავრება

ჩხორია, ეთნო სოფელი "სისატურა" (კარგი ამინდის შემთხვევაში)

საღამოს დაბრუნება თბილისში

აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:

• არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!

• არ ვბილწვსიტყვაობთ! არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე!

• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში! (საღამოს ნებადართულია მცირე რაოდენობით მწვადაობისას)

• ვემორჩილებით გიდ-გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!

• აუცილებელია სპორტული კომფორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი ქურთუკი, ასევე სურვილისამებრ სალაშქრო ჯოხი!

მგზავრობაში შედის:

მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით

გიდი!

განთავსება საოჯახო სასტუმროში ორი ღამით (2, 3 ადგილიან ნომრებში)

კვება! ყველას

მოგვაქვს სამი დღის სამყოფი საკვები ან კვებას ადგილზე ვაგვარებთ .(ავკრებთ თანხას სამწვადისთვის და სხვა პროდუქტებისთვის)

• მიხაელ ხერგიანის მუზეუმის საფასური:

• უშგულში წასასვლელი ჯიპის თანხა ერთ კაცზე იქნება .( მიკროავტობუსით წასვლის შემთხვევაში )

• ჯიპ ტური ქორულდის ტბებზე:

გასვლის დრო: - ღამის 01:00სთ.

გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!

-თამარი

-თამარი

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.