national delicacy

გუდარეხი, მამულო- პანტიანის მეგალითური ნასახლარები, კლდეისის ჩანჩქერი - დელიკით - ინფო ტური

  • ID: 66527
  • ნახვები: 530
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/10/23
    დაბრუნება
    • 28/10/23
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
28 ოქტომბერს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ძალიან საინტერესო და ლამაზ ინფო ტურს. დროში მოგზაურობა ვისაც გსურთ სათქვენო ტურია.

 ტრანსპორტი გამოვა რუსთავიდანაც და საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

გასვლა არის არაკომერციული. ვდებთ მხოლოდ დელიკის (საწვავის) და მძღოლის თანხას.
 მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4).

რას ნიშნავს ინფო ტური:
ტურში ჩამოთვლილ ზოგიერთ ადგილას ჩვენც პირველად მივდივართ, მაგრამ წინასწარ გვაქვს შესწავლილი ყველა ადგილის ისტორია.

1. გუდარეხი
2. ნადარბაზევის მეფეთა ნასახლარი
3. კლდეისის ჩანჩქერი
4. მამულო - პანტიანის მეგალითური ნასახლარი ძვ.წ. II ათასწლეულით. კომპლექსი ყურადღებას იქცევს თავისი მასშტაბურობით და საოცრად შთამბეჭდავ და საინტერესო ძეგლს წარმოადგენს. აქ გვხვდება იმაზე ბევრად დიდი ზომის დარბაზები, ვიდრე სხვა მეგალითურ სიმაგრეებსა თუ ნამოსახლარებში.
5. ბედიანი

 

ამ ტურში გაერთიანებულია ( მარშუტკით რომ წახვიდეთ)
3 ტურის ადგილები. ჩვენ ამ ყველაფერს კი ერთ დღეში ვნახავთ.

ტურის ღირებულება: 85 ლარი.

 

ცოტა ფეხით სასიარულოც გვექნება (კლდეისის ჩანჩქერზე და მამულო- პანტიანის ნასახლარზე), მანქანა სადამდე მივა იმის მიხედვით.

გთხოვთ პრეტენზიულები და წუწუნები ნუ წამოხვალთ
ამ ტურში. გასვლა არის მეგობრული სახის, არაკომერციული და ჩვენც თქვენსავით ვდებთ ტურის თანხას.

გაითვალისწინეთ რომ ასეთ გასვლებს არ ვიმეორებთ. ერთხელ გეძლევათ შანსი მაქსიმალური ნახოთ უმცირეს ფასად.

 რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 6 კაცის წაყვანა შეგვიძლია.

წამოსვლის მსურველებმა მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით ნომერზე
555 40 76 50 ანი.

ვიკრიბებით: მეტრო ისანთან.
ვიკრიბებით 6:45 სთ. გავდივართ 7:00სთ. დაგვიანებულებს არ ველოდებით და გთხოვთ გაითვალისწინოთ.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

ტურზე გასათვალისწინებელი:
 დილით არ ვაჩერებთ მაღაზიასთან. ყავა ვისაც გსურთ თერმოსით წამოიღეთ. პიკნიკზე ვჩერდებით ცოტახანს, რათა მაქსიმალურ დროს ვუთმობთ ძეგლების მონახულებას.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე85.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/10/23
    დაბრუნება
    • 28/10/23