national delicacy

ჯიპ ტური ვაშლოვანის ნაკრძალში: მიჯნის ყურე, პანტიშარა, მერცხლების ქალაქი, დათვის ხევი და ა.შ.

  • ID: 66513
  • ნახვები: 482
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/10/23
    დაბრუნება
    • 21/10/23
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
21 ოქტომბერს,შაბათს გთავაზობთ დელიკა( ჯიპ) ტურს ვაშლოვანის ნაკრძალში. ეს არის მოგზაურობა ქართულ აფრიკაში.
მივდივართ დელიკით
( 7 ადგილიანი), რადგან უდაბნოს ტიპის გზებზე მაღალი გამავლობის მანქანით მოგზაურობა ბევრად კომფორტულია.

 

 მანქანა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

1. შირაქის ველი
2. პანტიშარას ხეობა: მერცხლების ქალაქი - ხეობის ორივე მხარეს აღმართულია ციხესიმაგრეების მსგავსი შვეული კლდეები, რომლებზეც მერცხლებს უამრავი ბუდე აუშენებიათ და სწორედ ამიტომ, ამ ადგილს „მერცხლების ქალაქი“ეწოდება.
3. ალესილები - ვრცელი პანორამა, ეს ადგილები მტაცებელი ფრინველების დათვალიერების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.
4. დათვის ხევი: ზღვის მოლუსკები (რაც ამ ადგილზე ოდესღაც ზღვის არსებობას ადასტურებს) და სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლები. აქვე შესაძლებელია დათვის, მგლის, გარეული ღორის, ფოცხვერის ნაკვალევის ნახვაც.
5.ვაშლოვანის გადასახედი (აქედან მოჩანს მინგეჩაურის წყალსაცავი)
6. იუკების პლანტაცია
7. უსახელოს (დევების) გადასახედი
8. მიჯნის ყურე - ალაზნის ჭალის საქართველოს უკიდურესი სამხრეთ ნაწილი,სასაზღვრო ზონა.

 

 ტურის ღირებულება: 105 ლარი.
(მარშუტკით რომ წახვიდეთ ამ ყველაფრის ნახვას 3 დღე მოანდომებთ. მოგეხსენებათ ვაშლოვანის ერთ დღიანი ტურები მარშუტკით 45 ლარზე ნაკლები არ ღირს. ანუ 45+45+45= 135 ლარის ნავცლად დელიკით 105 ლარად მივდივართ. თან 3 დღის ფეხით ბევრი სიარულის და მარშუტკით ჯანჯღარის მაგივრად ყველგან მივალთ მანქანით თან კომფორტულად. თან სად 20 კაცთან ერთად სიარული და სად 7  დაზოგავთ 30 ლარს და 2 დღეს  მარტო მიჯნისყურის 2 დღიანი ტურები ღირს ლამის 150 ლარი  ისეთი ტურია უნდა გადადოთ თანხა და აუცილებლად წამოხვიდეთ 

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 ტურის ღირებულებაში არ შედის:
5 ლარი - ნაკრძალში შესვლის გადასახადი.

სასურველია ტურის გამართვამდე 3 დღით ადრე გვქონდეს ზუსტი სია ყველა წამომსვლელის, რადგან მოვასწორთ საშვების დამზადება და ტურის დღეს ამით მოვიგებთ მინიმუმ 1 საათს.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

 ვიკრიბებით: მეტრო ისანთან.
გავდივართ 6:40 სთ. გავდივართ 7:00სთ.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

უხვი ნალექის შემთხვევაში ტური გადაიდება.

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. დილით არ გავჩერდებით მაღაზიასთან, დრო რომ არ დავკარგოთ.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი . ( სასურველია ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისათვის ნებისმიერ ტურზე იქონიოთ).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვებს დისკომფორტს.
 ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს 
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვაგვიანებთ
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

ვაშლოვანის ეროვნული პარკი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, შირაქის ზეგანზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ზღვის დონიდან 100-900 მ-ის სიმაღლეზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ვაშლოვანის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი. დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით გაშლილ ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე105.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/10/23
    დაბრუნება
    • 21/10/23
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა