national delicacy

ლაფანყური

  • ID: 66511
  • ნახვები: 353
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/10/23
    დაბრუნება
    • 22/10/23
დამატებითი ინფორმაცია

საქართველოს ბილიკებზე
22 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს უცნობ კახეთში, კერძოდ ლაფანყურში, რომელიც ჩაფლულია ტყეებში  და მდებარეობს  მდ. ლოპოტის მარცხენა სანაპიროზე.
 ხეობა სამი მხრიდან გარშემორტყმულია კახეთის კავკასიონის მთებით. ეს მთებია: დიდი მუხაციხე, პატარა მუხაციხე, სასანთლე, ნაყოროღალი, დიდი და პატარა ანდარაზანი და სხვა.

 

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 რუსთავიდან თუ წამოხვალთ, ტურზე სანამ ჩაგვეწერებით გაგვაფრთხილეთ წინასწარ.

 

 

1. მდ. ლოპოტას ხეობა
2. ლაფანყურის ჩანჩქერი
3. კიპურჭების ციხე
4. ლაფანყურის ცაბაურთა (დევისხვრელის ეკლესია)
5. ლაფანყურის კოპალას ნიში

 

 ტურის ღირებულება: 35 ლარი

 ტურის ბოლოს ვიმწვადავებთ ბუნებაში.

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
3 კმ. გზა არის მარტივი სირთულის.

 

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ან 568 71 01 75 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650
instagram- saqartvelosbilikebze

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
 დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). შუადღით ერთად ვიპიკნიკებთ.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/10/23
    დაბრუნება
    • 22/10/23
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა