national delicacy

გუდამაყარი

  • ID: 66487
  • ნახვები: 467
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
15 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შემოდგომის გუდამაყარში 
,, გოდერძობის,, ღონისძიება გაიმართება ამ დღეს და დავესწრებით.

 

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.
 რუსთავიდან თუ წამოხვალთ, ტურზე სანამ ჩაგვეწერებით გაგვაფრთხილეთ წინასწარ.

 

 

 

გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია. მთები ყდებადა აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა წერია.

სიმწვანე და მთის ჰაერი 

 გუდამაყარი - სულის სიმშვიდეა

 გუდამაყარი სხვა სამყაროა

 

 

გუდამაყარი მდებარეობს მდ. გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს.

 

 

1. ჟინვალის წყალსაცავი

2. თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავი

3. ჩოხის პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია

4. ჩოხის წმ. გიორგი

5. გოდერძის ჩოხელის ნასახლარი და სახლ-მუზეუმი

6. სოფელი დუმაცხო. სალოცავი და ხედები ხეობაზე.

 

 

 ტურის ღირებულება: 35 ლარი

 

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში

2-3 კმ. სირთულე მარტივი.

 

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 

 

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.

(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

 

 თბილისში დაბრუნება 21:30 საათისთვის

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

 

 555407650 ან 568710175 ანი

 

VIBER / WhatsApp - 555407650

 

instagram: saqartvelosbilikebze

 

ჩვენი გამყოლები:

 ანი ხოშტარია

ლევან ხოშტარია

 თაკო ტაბატაძე

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:

 გამყოლი

 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)

 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:

1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 

2. პირადი აფთიაქი

3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , კეპი

4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:

 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ

 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში

 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.

 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.

არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.

 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს

 არ ვყრით ნაგავს

 არ ვეწევით მიკროავტობუსში

 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
საქართველოს ბილიკებზე