ახალი წელი სვანეთში - დაუვიწყარი დღე - New Year in Svaneti
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
4 დღიანი საახალწლო ტური სვანეთში - სრული პაკეტი მხოლოდ
ზამთრის საახალწლო ტურის დროს გელოდებათ: მსოფლიო სილამაზის მწვერვალები , სვანური კერძები, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასა და ულამაზესი მწვერვალი თეთნულდი, ადგილობრივი ისტორიები, ფოტოსესია ჰეშკილის ქოხებში ცნობილ საქანელაზე, საბაგიროებით გასეირნება, და რაღა თქმა უნდა წარუშლელი შთაბეჭდილებები ჩვენს გამოცდილ გიდთან ერთად
FOR English scroll down
ტრანსპორტირება (კომფორტული მიკროავტობუსი, აუდიო სისტება, კომფორტული და ფართო სავარძლები)
შიდა ექსკურსიები ( მათ შორის დელიკებით გადაადგილება )
თეთნულდის მონახულება ( დელიკებით)
ჰეშკილის ქოხების მონახულება ( დელიკებით)
სასტუმროში განთავსება (2-3 კაციანი ნომრები, ინდივიდუალური სველი წერტილებით, მესტიის ცენტრში)
საუზმე სასტუმროში
ვახშამი სასტუმროში
საახალწლო სუფრა სასტუმროში
სასმელი სასტუმროში : ღვინო,არაყი ,შამპანიური
ჩაი/ყავა ნებისმიერ დროს სასტუმროში
გიდის მომსახურება ( გამოცდილი და კვალიფიციური)
ფოტო - გადაღება
ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილები :
დღე პირველი
გასვლა თბილისიდან : რუსთაველი ( ველოსიპედის ძეგლი )
ენგურის წყალსაცავი ( გადმოსახედი )
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
გზად მოვინახულებთ სვანეთის ულამაზეს სოფლებს
ჩასვლა და დაბინავება მესტიაში
საახალწლო კონცერტზე დასწრება და ღამის მესტიის დათვალიერება
საახალწლო სუფრა სასტუმროში
დღე მეორე : თეთნულდი
საუზმე სასტუმროში
დელიკებით გავემართებით თეთნულდის მწვერვალზე
თავისუფალი დრო სრიალისთვის
საბაგიროებით გასეირნება ( უმაღლეს წერტილამდე )
სხვადასხვა აქტივობები
ჰეშკილის ქოხების მონახულება ( ცნობილი საქანელა )
დაბრუნება სასტუმროში
ვახშამი სასტუმროში
დღე მესამე : ჰაწვალის საბაგირო
საუზმე სასტუმროში
ჰაწვალის ორი საბაგიროთი გასეირნება
ზურულდზე ასვლა ( ხედები უშბაზე, ასევე თავისუფალი დრო სრიალისთვის და განტვირთვისთვის )
დაბრუნება სასტუმროში
ვახამშამი სასტუმროში
დღე მეოთხე :
საუზმე სასტუმროში
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
ხერგიანების მუზეუმი
შესვენება (დადიანების სასახლეში)
დაბრუნება თბილისში
ტური შედგენილია კვალიფიციური გიდების მიერ და არის დროში იდეალურად გადანაწილებული - ტურის მიზანია ვიზიტორის მაქსიმალური კომფორტი და დასვენების ხელშეწყობა
ტურის დაჯავშნა აუცილებელია წინასწარ, ადგილების რაოდენობა არის შეზღუდული
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
WhatsApp:
Viber:
Mail:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.