national delicacy

ფესტივალი ,,ღვინის დღეები ყვარელში, წინანდალი, მეღვინეობა ,,შუმი,, ნეკრესი, გრემი

  • ID: 66474
  • ნახვები: 473
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/10/23
    დაბრუნება
    • 08/10/23
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
8 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთში. ფოტოსესიისთვის უმაგრესი ადგილებია, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ძეგლების ისტორიულობაზე. 

  ტურის ბოლოს ყვარელში ი.ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში დავესწრებით ღონისძიებას ,,ღვინის ფესტივალის დღეები"

 

 კახური ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
კონცერტი: „ჩვენი კვარტეტი“, „გაგა ფრანი“.

 

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

 

1. წინანდლი - ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. სამუზეუმო კომპლექსში გაეცნობით ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბებით დეკორატიული ბაღის სილამაზით.
2.  ღვინის მუზეუმი ,,შუმი" - ულამაზესი ეზო ფოტოსესიისათვის, დააგემოვნებთ ქართულ ღვინოებს.
დაათვალიერებთ ვაზის სხვადასახვა ჯიშებს.
3. გრემი - 1565 წ. კახეთის მეფეთა რეზიდენცია და მთავარანგელოზთა ეკლესია
4. ნეკრესი - აბიბო ნეკრესელის მიერ მე - 6 ს. დაარსებული სამონასტრო კომპლექსი.
5. ყვარელი ,, ღვინის დღეები,, ფესტივალი. ჩატარდება კონცერტი, იქნება პურის ცხობა თონეში, ჩურჩხელების ამოვლება და ა.შ. ღონისძიებები.

 

 ტურის ღირებულება: 40 ლარი

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:
- წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბილეთი 10 ლარი.

 

 ფეხით სასიარულო:
ნეკრესში ადის ავტობუსი - 2 ლარი. ვისაც ფეხით გსურთ ასვლა ჯამში 3 კმ. იქნება. (ასვლა - ჩამოსვლა) 

 

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

 555407650 ან 568710175 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

instagram: saqartvelosbilikebze

ჩვენი გამყოლები:
 ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
 თაკო ტაბატაძე

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი 
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/10/23
    დაბრუნება
    • 08/10/23
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა