national delicacy

საფარა,ზარზმა, ჭულე, აბასთუმანი

  • ID: 66458
  • ნახვები: 645
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველო ბილიკებზე"
1 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს.

 

1. საფარა მე-10ს.
2. ზარზმის სამონასტრო კომპლექსი მე-7-9 სს.
3. ჭულეს წმ. გიორგის მონასტერი მე-14 ს.
4. ჭულეს ჩანჩქერი
5. აბასთუმნის თამარის ხიდი მდ. ოცხეზე მე-9-11 სს.
6. რუსუდანის მონასტერი ( მდებარეობს ტყეში და აქვს ულამაზესი პატარა ბილიკი)
7. აბასთუმნის პანორამული გადასახედი
8. აბასთუმნის გოგირდის აბანოები ( შეგიძლიათ იჭყუმპალაოთ)

 

 

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
1 კმ. მარტივი, ტყის ბილიკზე.

 

ტურის ღირებულება: 40 ლარი

 

 ტურის ღირებულებაში შედის:

 გამყოლი
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

 555407650 ან 568710175 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

 

ჩვენი გამყოლები:
 ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
 თაკო ტაბატაძე

 

 

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. მეტრო მუშაობს დილის 6:00 სთ-დან)

 

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

 

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:

1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ხელთათმანები.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:

 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
საქართველოს ბილიკებზე