national delicacy

უკანფშავი: ირემთკალო, ცაბაურთა

  • ID: 66414
  • ნახვები: 467
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
17 სექტემბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს უკანფშავში, ლეგენდებისა და მითების სამყაროში. ალპური მდელოები ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ხედები ფშავ-ხევსურეთზე.

1. ორწყალი: ფშავის და ხევსურეთის არაგვის შეერთების ადგილი
2. სოფ. შუაფხო
3. სოფ. უძილაურთა
4. ირემთკალო ზ.დ. 2222 მ.
5. ცაბაურთა
6. კოპალა
7. იახსარი

 

 ტურის ღირებულება: 45 ლარი

 ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში 16 კმ. საშუალო სირთულის.

 

 უხვი ნალექის შემთხვევაში ტური გადაიდება 

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

 555407650 ან 568710175 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

instagram: saqartvelosbilikebze

 

ჩვენი გამყოლები:
 ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
 თაკო ტაბატაძე

 

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
6:40 სთ. გავდივართ 7:00 სთ. (დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში)

 

 თბილისში დაბრუნება
23:00 საათზე.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ხელთათმანები.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე45.00
საქართველოს ბილიკებზე