national delicacy

სვანეთის ხუთდღიანი ტური

  • ID: 66384
  • ნახვები: 875
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/09/23
    დაბრუნება
    • 10/09/23
დამატებითი ინფორმაცია

  ტურისტული კომპანია Dgl Tours Dgl Tours Dgl Tours დი ჯი ელი გთავაზობთ შემოდგომის  ხუთდღიან ტურს სვანეთში   6-7-8-9-10 სექტემბერს 270 ლარად!
  გაატარეთ დაუვიწყარი 5 დღე ჩვენთან ერთად! ენდეთ ჩვენს მრავალწლიან  გამოცდილებას, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე‼️
 ⭕გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
✔️მჩქეფარე ენგურის ხეობა.
✔️ენგურის კაშხალი : შესვლა -2 ლარი (მოვინახულებთ იმ შემთხვევაში თუ რიკოთზე შეზღუდვა იქნება მოხსნილი)
✔️ ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
✔️ ულამაზესი მესტია,  ✔️დაბინავება სასტუმრო "სვანსეტში" მესტიის ცენტრში ორადგილიან ნომრებში ინდივიდუალური სველი წერტილებით
✔️  კურორტი ჰაწვალი და ზურულდი, საბაგიროთი ავალთ და დავტკბებით სვანეთის ლამაზი ხედებით
✔️ეთნოგრაფიული მუზეუმი 
✔️ მიხეილ ხერგიანის (მთამსვლელი 1932-1969 წ.წ.) სახლ- მუზეუმი
✔️ ბეთქილის მჟავე წყალი
✔️გასეირნება ღამის მესტიაში
II დღე:
✔️11:00  სოფ. იფარი - "სიყვარულის კოშკი"
✔️სოფ. კალა - წმ.კვირიკეს და წმ.ივლიტას სახელობის ეკლესია, სვანურად "ლაგურკა"- X ს.
(საფეხმავლო-საშუალო სირთულის, ჯამში 2,5 კმ)
✔️სოფელი უშგული
✔️ჩაჟაშის თემი
✔️თამარის კოშკი
✔️ჟიბიანის თემი- ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (სურვილისამებრ)
✔️უშგულის ლამარია - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს.
✔️  უშგულში კაფე XII საუკუნეში (სადაც თამარ მეფე ტრაპეზობდა) დავაგემოვნებთ სვანურ კერძებს
✔️საღამოს დაბრუნება მესტიაში
✔️განთავსება სასტუმროში
III დღე:
✔️10:00 ბეჩო
✔️ მაზერი, მაზერის ტბა (შეგიძლიათ იჭყუმპალაოთ)
✔️დოლრას ხეობა,  უშბის-შდუგრას ჩანჩქერი ( ფეხით გასავლელი  გზა ჯამში 8 კმ. ნაწილობრივ მარტივი-საშუალო სირთულის გზა)
✔️საღამოს მესტია, განთავსება სასტუმროში
IV დღე:
✔️10:00 ჰეშკილის ქოხები (ცნობილი საქანელა)
✔️სოფ. წვირმი, ზღვის დონიდან 1835 მ-ზე ((ავდივართ ჩვენი მიკროავტობუსით)
✔️წვირმის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
✔️15:00  ქორულდის ტბები (ჯიპ ტური) მხოლოდ კარგ ამინდში, 
V დღე:
✔️08:00 სასტუმროს დატოვება და თბილისისკენ გამომგზავრება 
✔️გაჩერება კვების ობიექტზე სოფ. ბარჯაში "კუბდრის სახლი" 
✔️ ჩხორია. ეთნო სოფელი "სისატურა" (კარგი ამინდის შემთხვევაში)
✔️საღამოს დაბრუნება თბილისში
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
• არ ვბილწვსიტყვაობთ!!! არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე!!
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში! (საღამოს ნებადართულია მცირე რაოდენობით მწვადაობისას)
 • ვემორჩილებით გიდ-გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
• აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი, ასევე სურვილისამებრ სალაშქრო ჯოხი!
 ⭕მგზავრობაში შედის:
 ➡️მგზავრობა 20 ადგილიანი   მიკროავტობუსით
 ➡️გიდი-გამყოლი
 ➡️განთავსება სასტუმრო "სვანსეტში" მესტიის ცენტრში ოთხი ღამით 2 ადგილიან ნომრებში ინდივიდუალური სველი წერტილებით+ფენი, Wi-Fi (ჩაი, ყავა უფასოდ)
⭕ღირებულებაში არ შედის:
• კვება! ყველას
მოგვაქვს სამი დღის სამყოფი საკვები ან კვებას ადგილზე  ვაგვარებთ .
• მიხეილ ხერგიანის მუზეუმის საფასური: 5ლარი
• მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ღირებულება: 10ლარი, სტუდენტებისთვის,  მოსწავლეებისთვის და პენსიონრებისთვის: 2 ლარი
• კურორტი ჰაწვალი და ზურულდის საბაგიროს თანხა: 20 ლარი. ჯგუფზე ფასდაკლებით 16 ლარი .
• უშგულში წასასვლელი ჯიპის თანხა ერთ კაცზე იქნება 50 ლარი.
• ჯიპ ტური ქორულდის ტბებზე: 35 ლარი
გასვლის დრო: - დილის 04:00 ( თუ რიკოთის გვირაბის შეზღუდვა იქნება მოხსნილი,  მაშინ გავალთ ღამის 00:30-ზე)
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის საფასური. აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. (თანხა ბრუნდება მხოლოდ, ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ. )
დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
597537979-თამარი
598181972-თამარი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე270.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/09/23
    დაბრუნება
    • 10/09/23
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა