,,საქართველო ბილიკებზე"
30 ივლისს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს ლაგოდეხის ნაკრძალში, კერძოდ გურგენიანის (ნინოსხევის) ჩანჩქერზე ახალი ბილიკით.
მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც თუ მსურველები იქნებიან. საღამოს ისევ რუსთავში წაგიყვანთ.
ეს არის სუპერ ბოდიალა ტური ულამაზეს ხეობაში, ცოტა ექსტრემებით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ტყის ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად. ბევრი მწვანე, მდინარის ხმაური, პატარა ხის ხიდები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე კილომეტრი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა.
ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.
არსებობს ლეგენდა, რომ ეს ჩანჩქერი იმ ადგილიდან გადმოდის, სადაც ძველად შეყვარებული წყვილი „გურგენი“ და „ანი“ ხვდებოდა ერთმანეთს.
ტურის ღირებულება:
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში (ახალი ბილიკით) 16 კმ. მოლაშქრეებისთვის მარტივი, დამწყებთათვის საშუალო სირთულის.
ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
???? გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
(20 ადგილიანი მარშუტკა).
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
ან ანი
VIBER / WhatsApp -
instagram: saqartvelosbilikebze
ჩვენი გამყოლები:
ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
თაკო ტაბატაძე
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). შუადღით ერთად ვიპიკნიკებთ ჩანჩქერთან.
ტურის ბოლოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ვიმწვადავებთ ბუნებაში.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა საწვიმარი
, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს
წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
არ ვყრით ნაგავს
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ











