ლაილაში, ქულბაქი, ცხრაჯვარი, რაჩხა, ჩქუმი და ა.შ.
ფოტო: ალ-ო · CC BY-SA 3.0; ალ-ო · CC BY-SA 3.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც თუ მსურველები იქნებიან. საღამოს ისევ რუსთავში წაგიყვანთ.
1. ნაქერალას უღელტეხილი
2. ცხრაჯვარი
3. ნიკორწმინდა
4. სიყვარულის ჩანჩქერი
5. ლაილაშის აუზი
6. ორბელის უღელტეხილი (გზა, რომლითაც ლეჩხუმი რაჭას უკავშირდება)
7. მდ. ჯონოულის ხეობა
8. ჩქუმის ჩანჩქერი იგივე ჯოჯოხეთს ღელე
9. ქულბაქის ტბა
10. რაჩხის ჩანჩქერი
თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ:
11. ოტიფარას ჩანჩქერი
ფეხით სასიარულო რაჩხის ჩანჩქერზე ერთი გზა 1 კმ. (ჯიპის სამანქანო გზაა, ადვილია).
ვერ დაგაიმედებთ რომ ამ ტურზე არ დაიღლებით, დიდი და მრავალფეროვანი ტურია, რომელიც დაღლად ნამდვილად ღირს.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 4:45 სთ-დან. გავდივართ 5:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).
ან ანი
VIBER / WhatsApp -
instagram: saqartvelosbilikebze
ჩვენი გამყოლები:
ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
თაკო ტაბატაძე
თბილისში დაბრუნება 23:00 საათიდან 23:30 საათამდე.
შეიძლება მეტროს ვერ მოვუსწროთ, რადგან ჩამოსვლის დრო დამოკიდებულია გზებზე მოძრაობა როგორ იქნება გადატვირთული. ამიტომ ტაქსის თანხა იქონიეთ ყოველი შემთხვევისთვის.
???? გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
რაჭა-ლეჩხუმი — რა ტურებს გთავაზობთ
რაჭის ტური მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდს, ღვინის დეგუსტაციას ხვანჭკარაში და ღამისთევას ამბროლაურში, ონში ან შოვში. მოგვწერეთ, რამდენი დღე გაქვთ, და მარშრუტს ჩვენ შევადგენთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: ხეობებში 24–28°, შოვსა და შაორზე 18–22°, ღამით გრილა. ამ დროს ყველა გზა ღიაა და ტბებზე ასვლაც იოლია.
მაისი და ოქტომბერი მშვიდი თვეებია; ოქტომბერში ხვანჭკარის ვენახებში რთველია და ტყე ყვითლდება.
ზამთარში რაჭა თოვლიანია, ნაკერალისა და მამისონის მიმართულებით გზები შეიძლება ჭირდეს; სოფლების უმეტესობა ამ დროს წყნარია, გესტჰაუსები კი ნაწილობრივ იკეტება.
რა ვნახოთ
- ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი ქვის ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ამბროლაურიდან 15 კმ-ში
- ხვანჭკარა — სოფელი და ღვინის ქარხნები, სადაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს აყენებენ
- შაორის ტბა — წყალსაცავი ნაკერალის ქედზე, მთის ტყით გარშემორტყმული; ზაფხულში აქ ბანაკობენ
- ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი ცხმორში, მდინარეების შესართავთან კლდეზე
- შოვი — კურორტი 1600 მ-ზე, მინერალური წყაროები და ფიჭვნარი; იქვე გლოლა და მამისონის უღელტეხილის გზა
- ონი — ძველი სინაგოგა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაჭის მთის მიმართულებით გასვლის წერტილი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ამბროლაურამდე საჩხერე–ონის გზით დაახლოებით 225 კმ-ია (3,5–4 საათი), ქუთაისისა და ნაკერალის გავლით — 5 საათამდე. დიდუბიდან ონისკენ დილით მარშრუტკა გადის (დაახლოებით 4 საათი), ხოლო Vanilla Sky ნატახტრიდან ამბროლაურში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ყველაზე მოკლე გზა საჩხერე–ონის ახალი ტრასაა; ქუთაისიდან — ტყიბულისა და ნაკერალის უღელტეხილის გავლით, ლეჩხუმში (ცაგერი) — წყალტუბოს გავლით.
სად დავრჩეთ: ამბროლაურსა და ონში — სასტუმროები და გესტჰაუსები, შოვში — კურორტის სასტუმროები და კოტეჯები, სოფლებში — საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი ტბებისა და ჩანჩქერებისთვის.
კავშირი: ქალაქებსა და მთავარ გზაზე მობილური კარგად მუშაობს, ღრმა ხეობებში — ცუდად.