რაჭა-ლეჩხუმი: ტურები, ფასები და რჩევები
ხვანჭკარისა და უსახელოურის ვენახები, ნიკორწმინდის ჩუქურთმები, შაორის ტბა და შოვის ტყეები. ამბროლაურამდე საჩხერე–ონის გზით დაახლოებით 225 კმ-ია, მანქანით 3,5–4 საათი.
- ვალუტაGEL
- სეზონიივნ, ივლ, აგვ, სექ
- დროის სხვაობა0 სთ
მოქმედი შეთავაზებები
მიმოხილვა
რაჭა ცნობილია ბუნების მრავალფეროვნებით, ალპური ტბებით, ტყეებით და კულტურული ძეგლებით. რაჭაში ბევრი ეკლესია და ნაეკლესიარი, ციხე და ნაციხარია აღრიცხული. რაჭველები ცნობილი ხელოსნები იყვნენ და არაერთი ოდა აქვთ აშენებული, რომელიც ულამაზესი ჩუქურთმებითაა მოპირქეთებული.
რა ვნახოთ რაჭა-ლეჩხუმში
აუცილებლად შეჩერდით შაორის წყალსაცავთან, რომელიც რაჭისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ თევზაობა, ცურვა თუ პიკნიკის მოწყობა. არ გამოტოვოთ ულამაზესი უძირო ტბა, მყინვარი ბუბა და სასვანოს ტბები. კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი რაჭის უმაღლეს წერტილშია, სადაც ადამიანები სამკურნალოდ ან გასაჯანსაღებლად ჩადიან.
რაჭა-ლეჩხუმის კლიმატი
რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ზამთარი ცივი და გრძელია, ზაფხული-ხანმოკლე. 2000 მეტრის ზემოთ ადგილებში ზაფხული საკმაოდ გრილია, ჰავა ნოტიო და ნივალურია.
რაჭული სამზარეულო
რაჭაში სტუმრობისას დააგემოვნეთ ლობიანი, ლობიოს შეჭამანდი და შქმერული (ნიორსა და რძეში ჩადებული ქათამი). რაჭველები ლობიანს თონეში აცხობენ და გულსართს ლორს ურევენ. რაჭული ლორი ცნობილია და როგორც წესი, ყოველთვის დევს სუფრაზე, რასაც საწებელთან მიირთმევენ.
რაც შეეხება ყურძნის ჯიშს, ამჟამად რაჭაში მრავლად გვხვდება: კახური საფერავი და თავკვერი, რქაწითელი, ციცქა-ცოლიკოური, გორული მწვანე და სხვ.
როდის წავიდეთ
მაისი და ოქტომბერი მშვიდი თვეებია; ოქტომბერში ხვანჭკარის ვენახებში რთველია და ტყე ყვითლდება.
ზამთარში რაჭა თოვლიანია, ნაკერალისა და მამისონის მიმართულებით გზები შეიძლება ჭირდეს; სოფლების უმეტესობა ამ დროს წყნარია, გესტჰაუსები კი ნაწილობრივ იკეტება.
პრაქტიკული ინფორმაცია
სად დავრჩეთ: ამბროლაურსა და ონში — სასტუმროები და გესტჰაუსები, შოვში — კურორტის სასტუმროები და კოტეჯები, სოფლებში — საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი ტბებისა და ჩანჩქერებისთვის.
კავშირი: ქალაქებსა და მთავარ გზაზე მობილური კარგად მუშაობს, ღრმა ხეობებში — ცუდად.
როგორ მივიდეთ
რა ვნახოთ
- 1ნიკორწმინდაXI საუკუნის ტაძარი ქვის ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ამბროლაურიდან 15 კმ-ში
- 2ხვანჭკარასოფელი და ღვინის ქარხნები, სადაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს აყენებენ
- 3შაორის ტბაწყალსაცავი ნაკერალის ქედზე, მთის ტყით გარშემორტყმული; ზაფხულში აქ ბანაკობენ
- 4ბარაკონიXVIII საუკუნის ტაძარი ცხმორში, მდინარეების შესართავთან კლდეზე
- 5შოვიკურორტი 1600 მ-ზე, მინერალური წყაროები და ფიჭვნარი; იქვე გლოლა და მამისონის უღელტეხილის გზა
- 6ონიძველი სინაგოგა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაჭის მთის მიმართულებით გასვლის წერტილი
- 7ლეჩხუმიცაგერი და ოყურეშის ვენახები, სადაც უსახელოური მოჰყავთ, ასევე ლაილაშის სოფლები