სვანეთის და დღიანი ტურები (ყოველ კვირა)
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
3 და 5 დღიანი ტურები სვანეთში !
ტურის ორგანიზატორი ????
-----------------------------------------------
________________________________
-----------------------------------------------
________________________________
???? თბილისი, მეტრო დიდუბე 02:00 სთ.
???? ქუთაისი, მაკდონალსი 05:00 სთ.
???? ბათუმი, საბაგირო 05:00 სთ.
დღე 1:
1. ენგურის ხეობა
2. ენგურის კაშხალი
3. ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
4. ენგურის წყალსაცავი
5. მესტია
6. ჰაწვალი - (ასვლა საბაგიროთი)
7. ზურულდი - (ასვლა საბაგიროთი)
8. ჰეშკილის ქოხები
9. ცნობილი საქანელები
10. ეთნოგრაფიული მუზეუმი
11. ბეთქილის მჟავე წყლები
12. დაბინავება სასტუმროში და თავისუფალი დრო
დღე 2:
1. სიყვარულის კოშკი
2. კვირიკე და ივლიტას ტაძარი
3. სოფელი ჩაჟაში
4. სოფელი უშგული
5. უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი (თუ დრო დაგვრჩა)
6. ლამარიას მონასტერი
7. ჯიპტური შხარაზე
8. მყინვარი შხარა
9. მდინარე ენგურის სათავე
10.დაბრუნება მესტიაში და თავისუფლი დრო
დღე 3:
1. მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმ
2. მესტიის საკათედრო ტაძარი
3. ჯიპტური ქორულდის ტბებზე (სურვილის შემთხვევაში)
4. ზუგდიდის დადიანების სასახლე
___________________________________________
5 დღიანი ტურის შემთხვევაში ემატება:
დღე 4:
1. შდუგრას ჩანჩქერი (ფეხით სასიარულო 9-10 კმ)
დღე 5:
1.ჭალაადის მყინვარი (ფეხით სასიარულო 5 კმ).
3 დღიანი -
5 დღიანი -
???? ტრანსპორტირება 20 ადგილიანი მიკროავტობუსით თბილისი-მესტია-თბილისი
????გიდის მომსახურეობა
???? საოჯახო სასტუმრო 2-3-4 ადგილიანი ნომრებში (ინდივიდუალური სველი წერტილებით)
???????? კვება ტურის განმავლობაში
მუზეუმის თანხა: ხერგიანი . ეთნოგრაფიული (სტუდენტი-მოსწავლე )
???? საბაგიროს თანხა
???? ტრანსპორტირება უშგულში ჩვენივე მიკტოავტობუსით -
???? ჯიპტური შხარაზე -
???? ჯიპტური ქორულდის ტბებზე - 35-
ენგურის ბილეთი -
სიყვარულის კოშკი -
(ეს ყველაფერი სურვილის შემთხვევაში)
_________________________________________________
დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგიკავშირდით:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.