გომისმთა - ზღაპარი ღრუბლებს ზემოთ - კოტეჯებში განთავსება
ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- მუზეუმის ბილეთები
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ზღაპრული გომისმთა ბრუნდება ადგილი ,რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ
სატრანსპორტო მომსახურება (სპრინტერის კომფორტული მიკროავტობუსი)
გამოცდილი გიდი
კოტეჯში განთავსება (სიმშრალის და სითბოს გარანტია)
ფოტო გადაღება
ფეხით გასავლელი მანძილი (0 კმ)
ტურის ფარგლებში ვესტუმრებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ მთას,რომელიც ზღვის დონიდან 2100 მეტრი სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის ადგილი,სადაც სრულად ვივიწყებთ ყოველდღიურობას და ახალი,ძალიან დადებით ემოციებით ვივსებით. ტურის მიმდინარეობისას აღმოჩნდებით ღრუბლებს ზემოთ, უზადო სილამაზის მთაზე, რაც სიმშვიდის და განტვირთვის გარანტიაა
მეორე დღის უმეტესი ნაწილი ეთმობა ზღვის სანაპიროს ( შეკვეთილი ) და ასევე გვექნება დრო დენდროლოგიური პარკის მოსანახულებლად
07:00 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილები:
გომისმთა
შემოქმედის ეკლესია
შეკვეთილის სანაპირო
დენდროლოგიური პარკი
გასათვალისწინებელი ინფორმაცია
მთაზე ამინდის ხშირი ცვლილების გამო ,რეკომენდებულია წამოიღოთ გამოსაცვლელი, საწვიმარი და მზიდგან დამცავი საშუაელბა
კვება ხდება ინდივიდუალურად. შესაძლებელია საერთო თანხის აგროვება და პროდუქტების ყიდვა, რაც ბევრად იაფი ჯდება.
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
Whatsapp:
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.