გურია: ტურები, ფასები და რჩევები
ზღვა და მთა ერთ რეგიონში: ურეკისა და შეკვეთილის შავი მაგნიტური ქვიშა, ზაფხულში კი 2000 მეტრზე მდებარე ბახმარო. ურეკამდე თბილისიდან დაახლოებით 300 კმ-ია, 3,5–4 საათი.
- ვალუტაGEL
- სეზონიივლ, აგვ
- დროის სხვაობა0 სთ
მოქმედი შეთავაზებები
მიმოხილვა
გურიის რეგიონი კოლხეთის დაბლობზე, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბდებარეობს. დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სადაც მაგნიტური ქვიში სანაპიროებია, მეორეს მხრივ კი, გურიის მთებში ულამაზეს ბუნებას იხილავთ. გურიის ჰავა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, რადგან შერწყმულია ზღვისა და მთის ჰაერი.
რა ვნახოთ გურიაში
კურორტები- გომისმთა, ბახმარო და ნაბეღლავი
ზღვისპირა კურორტები- შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი
კულტურული ძეგლები- ასკანის ციხე, უდაბნოს მონასტერი, ვაშნარის ნაქალაქევი
ნაკრძალი- კოლხეთის ეროვნული პარკი
გურიის კლიმატი
გურიის დაბლობი ნოტიო-სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. ზაფხული ზომიერად ცხელია, ზამთარი-ზომიერად გრილი.
გურული სამზარეულო
მდიდარია მცენარეული, ნიგვზიანი კერძებით და სხვადასხვა სახის ფხალეულობით. პოპულარობით სარგებლობს საშობაო ღვეზელი, რომელიც ჰგავს ხაჭაპურს და მთვარისებრი ფორმა აქვს. გამორჩეული ყურძნის ჯიშებია- ჩხავერი, მტევანდიდი, ჯანი და ალადასტური.
როდის წავიდეთ
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
პრაქტიკული ინფორმაცია
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.
როგორ მივიდეთ
რა ვნახოთ
- 1ურეკიფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- 2შეკვეთილიფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- 3ბახმარომთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- 4გომისმთაალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- 5შემოქმედის მონასტერიგურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- 6ნაბეღლავიცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში