national delicacy

ლეჩხუმი: ცაგერი, ქულბაქი, ოტიფარა, რაჩხა, ჩქუმი და ა.შ.

  • ID: 66231
  • ნახვები: 893
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/07/23
    დაბრუნება
    • 09/07/23
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
9 ივლისს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს და გამაგრილებელ ტურს ამწვანებულ ლეჩხუმში რომლის ჩანჩქერები ახლა წვიმების სეზონზე ადიდებულია და შთამბეჭდავი სანახაობაა. რომ დაცხება, შრება, წყლის დონე იკლებს და ისეთი სილამაზე აღარ აქვთ.

( წვიმის შემთხვევაში რიკოთით არ წავალთ, საჩხერიდან გადავალთ. ასე რომ რიკოთის ვისაც ეშინია, ამის გამო უარს ნუ იტყვით წამოსვლაზე).

 

1. ოფიტარას ჩანჩქერი
2. რაჩხის ჩანჩქერი
3. ცაგერის ტაძარი, სადაც დაკრძალული წმ. მაქსიმე აღმსარებელი
4. მდ. ჯონოულის ხეობა
5. ჩქუმის ჩანჩქერი იგივე ჯოჯოხეთს ღელე
6. ლომისის სახელობის ეკლესია
7. ქულბაქის მწვანე ტბა, რომელსაც გარშემო საკალმახეები აქვს. (ხედები ასხის მთის მასივზე)
დავაგემოვნებთ კალმახს, ვისაც სურვილი ექნება.

 

 

 ტურის ღირებულება: 50 ლარი

ფეხით სასიარულო რაჩხის ჩანჩქერზე ერთი გზა 1 კმ. (ჯიპის სამანქანო გზაა, ადვილია).

 

 სოფელ ქულბაქში მწვანე ტბაზე არის საკალმახე.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიირთვათ. 1კგ. შემწვარი კალმახი 25 ლარი. ერთ პერსონაზე მიახლოებით 5 ლარის კალმახი მოუწევს 
კალმახს წინასწარ შევუკვეთავთ, რომ არ გვალოდინონ.

 

ქულბაქის მწვანე ტბაზე ულამაზეს ტყეში განვიტვირთებით ჰამაკებში.

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

 555407650 ან 568710175 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

instagram: saqartvelosbilikebze

 

ჩვენი გამყოლები:
 ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
 თაკო ტაბატაძე

 

 

 

 თბილისში დაბრუნება 23:00 საათიდან 23:30 საათამდე.
შეიძლება მეტროს ვერ მოვუსწროთ, რადგან ჩამოსვლის დრო დამოკიდებულია გზებზე მოძრაობა როგორ იქნება გადატვირთული. ამიტომ ტაქსის თანხა იქონიეთ ყოველი შემთხვევისთვის.

 

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
 ვიპიკნიკებთ ქულბაქის მწვანე ტბაზე. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი , სალაშქრო ჯოხი.
( სასურველია ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისათვის ნებისმიერ ტურზე იქონიოთ).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

ლეჩხუმი: საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, დღევანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან - ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან - მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან - მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. მოქცეულია მდინარეების ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებში. ლეჩხუმი, მსგავსად რაჭისა, მთის კალთებზე და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე50.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/07/23
    დაბრუნება
    • 09/07/23