ჯავახეთი: რეხა, გორელოვკა, ტურინის სუდარის ასლი, მადათაფის, ფარავნის, საღამოს ტბები, ფოკა
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
1. რეხა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ტაძარი სოფელ რეხასთან, ე.წ. თომას სამლოცველო და მასთან არსებული წყარო. აშენებულია მიწაში ჩამარხული უძველესი ტაძრის ნანგრევებზე.
2. ბერთა (სასწაულმოქმედი კალმახები)
3. ფარავნის უღელტეხილი
4. ახალქალაქი - ტურინის სუდარის ასლი. „მეხუთე სახარებად“ წოდებული.
5. ახალქალაქის ციხე
6. გორელოვკა - დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმი
7. მადათაფის ტბა
8. საღამოს ტბა
9. საღამოს დედათა მონასტერი
11. ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტერი -
( სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში ).
12. ფარავნის ტბა - ფართობით საქართველოში ყველაზე დიდი ტბა
ფეხით სასიარულო არ გვაქვს.
ან ანი
VIBER / WhatsApp -
instagram: saqartvelosbilikebze
ჩვენი გამყოლები:
ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
თაკო ტაბატაძე
ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
6:40 სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
???? გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს
წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ.
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
არ ვყრით ნაგავს
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.