სვანეთის სამდღიანი რეგულარული ტური
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ასევე ყოველ პარასკევ, შაბათ, კვირას მთელი წლის განმავლობაში! გაატარეთ დაუვიწყარი 3 დღე ჩვენთან ერთად! ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე‼
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
მჩქეფარე ენგურის ხეობა. ( მოვინახულებთ იმ. შემთხვევაში თუ რიკოთზე შეზღუდვა მოიხსნება)
ენგურის კაშხალი : შესვლა -
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
ულამაზესი მესტია, დაბინავება საოჯახო სასტუმროში
კურორტი ჰაწვალი და ზურულდი, საბაგიროთი ავალთ და დავტკბებით სვანეთის ლამაზი ხედებით
ეთნოგრაფიული მუზეუმი (სურვილისამებრ)
ჰეშკილის ქოხები
ბეთქილის მჟავე წყალი
გასეირნება ღამის მესტიაში
II დღე:
11:00 სოფ. იფარი - "სიყვარულის კოშკი"
სოფ. კალა - წმ.კვირიკეს და წმ.ივლიტას სახელობის ეკლესია, სვანურად "ლაგურკა"- X ს.
(საფეხმავლო-საშუალო სირთულის, ჯამში 2 კმ)
სოფელი უშგული
ჩაჟაშის თემი
თამარის კოშკი
ჟიბიანის თემი- ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (სურვილისამებრ)
უშგულის ლამარია - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს.
უშგულში დავაგემოვნებთ სვანურ კერძებს
საღამოს დაბრუნება მესტიაში
განთავსება სასტუმროში
III დღე:
06:00 ქორულდის ტბები (ჯიპ ტური) მხოლოდ კარგ ამინდში,
თბილისისჯენ გამომგზავრება 09:00
ჩხორია. ეთნო სოფელი "სისატურა"
საღამოს დაბრუნება თბილისში
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
• არ ვბილწვსიტყვაობთ! არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე!
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს და ტრანსპორტში! (საღამოს ნებადართულია მცირე რაოდენობით მწვადაობისას)
• ვემორჩილებით გიდ-გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
• აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი, ასევე სურვილისამებრ სალაშქრო ჯოხი!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
გიდი!
განთავსება საოჯახო სასტუმროში ორი ღამით (2, 3 და 4 ადგილიან ნომრებში)
კვება! ყველას
მოგვაქვს სამი დღის სამყოფი საკვები ან კვებას ადგილზე ვაგვარებთ .
• მიხაელ ხერგიანის მუზეუმის საფასური:
• უშგულში წასასვლელი ჯიპის თანხა ერთ კაცზე იქნება .
• ჯიპ ტური ქორულდის ტბებზე:
გასვლის დრო: - ღამის 00:30 სთ. თუ რიკოთის გვირაბის შეზთუდვა იქნება მოხსნილი, თუ არა მაშინ გასვლა დილის 04:00-ზე
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.