წერაქვი, მარაბდა, თამარისის ყაყაჩოები, ერთდღიანი ტური
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Daviti Zhorzholiani · CC BY-SA 4.0; Giorgimailo · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
შავნაბადას მონასტერი
ზემო თელეთის წმ გიორგის და ღვთისმშობლის მონასტერი
კოდის წმ. ნინოს დარბაზული ეკლესია 1879წ
მუხათი- ანა ბაჯის საფლავი
მუხათის ღვთისმშობლის და წმ გიორგის
მარაბდა, ცხრა ძმა ხერხეულიძის მონუმენტი
ძველ მარაბდის წმინდა მარინეს ეკლესია XVI -XVII სს
თამარისი, თამარ მეფის ეკლესია და თამარისის ყაყაჩოები
სოფ. წერაქვი მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმი
ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი: შუა საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია, XII-XIIIსს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სამრეკლო, მარანი და გალავანი
გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვაბინძურებთ გარემოს და ტრანსპორტს (არ ვყრით ნაგავს)
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში ( პიკნიკი და მწვადაობა ტურის ბოლოს სურვილისამებრ!)
ჩავიცვათ ტურის შესაფერისად: სპორტული კომფორტული ფეხსაცმელი, თან იქონიეთ ყოველი შემთხვევისთვის საწვიმარი, თბილი მოსაცმელი.
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
|მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
სადეზინფექციო ხსნარი
კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.
გასვლის დრო: - დილის 08:30 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.
რა ვნახოთ
- დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
- ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
- დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
- ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
- ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
- მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.