კახეთის განსხვავებული პილიგრიმული ტური
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
ვაჩნაძიანის პალატები IX ს. -აქ ყოფილა მონასტრის სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს აგზავნიდნენ ათონის ივერთა მონასტერში. XII-XIIIსს პოეტმა ჩახრუხაძემ აქ მიიღო განათლება.
კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი- IXს
კალაურის წმ გიორგის ეკლესია VI-VII სს მხატვრობა XVIს
კალაურის წმ. ნინოს სახელობის დარბაზული ეკლესია
შაშიანის ყველაწმინდა
სანაგირეს მონასტერი - X-XI სს
ზეგაანის მონასტერი - V-VII სს
გურჯაანის ყველაწმინდა - VIII-IX სს
ვეჯინის ლავრა - IX-XV სს
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
გიდი
კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები
გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა;
არ ვბილწსიტყვაობთ
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში და ლაშქრობის დროს!
არ ვანაგვიანებთ გარემოს და ტრანსპორტს (ანუ არ ვყრით ნაგსვს)
აუცილებელია სპორტული მაღალყელიანი თბილი ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი.
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
გასვლის დრო: - დილის 08:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
ვიზიტორების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15-ს. ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა უკან დაგიბრუნდებათ!
-თამარი
-თამარი
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.