ვარძია , რაბათი ,მწვანე მონასტერი -სამცხე ჯავახეთის უნიკალური ძეგლები <
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
✅თუ კვირა დღე ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს მაშინ შეგიძლია ესტუმრო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ისტორიულ-კულტურულ ადგილს ვარძიას ?
✅ტურის მოკლე შინაარსი :
✅ თბილისიდან გავემართებით ვარძიის მიმართულებით, გზად აუცილებლად გვექნება ყავის შესვენაბა. 4 საათიანი მგზავრობის შემდეგ ვესტუმრებით ვარძიის უნიკალურ კომპლექსს, სადაც გვექნება დრო სრულად დავათვალიეროთ გამოქვაბულები და მოვისმინოთ მრავალსაუკონოვანი ისტორია. ვარძიიდან სასიამოვნო განწყობით დაბრუნებულებს გვექნება დრო მტკვირს პირას მივირთვად ყავა და დავტკბეთ ულამაზესი ხედებით.
✅ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის რაბათის ციხე,რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ინტერიერით, სადაც შერწყმულია უძველესი და თანამედროვე ისტორია,აქ გვექნება თავისუფალი დრო განტივრთვისთვის და ასევე მოვინახულებთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს,სადაც უამრავი ჩვენთვის მნიშვნელოვანი უძველესი ნივთია შემონახული.
✅ტურის ბოლო ლოკაცია არის ყველასთვის კარგად ნაცნობი ქალაქი ბორჯომი, აქ გავისეირნებთ ,ჩავისუნთქვთ სუფთა ჰაერს და დავაგემოვნებთ ადგილობრივ მინერაულ ბორჯომს.
✅ბორჯომიდან გავემგზავრებით თბილისში
✅ კომფორტული მიკროავტობუსი ( კონდიცირება და ყველა საჭირო ინვენტარი )
✅ფოტო გადაღება
✅გამყოლი კომპანიიდან
✅სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
✅ გიორგი
✅Whatsapp:
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.