სვანეთის დღიანი ტური - სრული პაკეტი (ლამრპრობის დღესასწაული) ტურის შედგენილია პროფესიონალების მიერ <
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
ლამპრობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული სვანებისთვის, რომელიც ზამთარში აღინიშნება. სვანური თავგადასვლის დროს შენ შეძლებ: მოინახულო ულამაზესი მწვერვალები, დააგემოვნო უგემრიელესი კერძები და გახდე უნიკალური ისტორიის ნაწილი
ტურის ფარგლებში თქვენ იმოგზაურებთ კომფორტული ტრანსპორტით , დარჩებით ძალიან კარგ სასტუმროში , დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს, მოინახულებთ მსოფლიო დონის მწვერვალებს და შეიქმნი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს
ტურის ყოველი დღე არის განსხვავებული და ის შედგენილია პროფესიონალების მიერ,შესაბამისად თქვენ შეძლებთ კულტურისა და ისტორიის შეგრძნებას.
ტრანსპორტირება (თბილისი - მესტია, მესტია-თბილისი )
შიდა ექსკურსიები ( მათ შორის დელიკებით გადაადგილება )
თეთნულდის მონახულება
სასტუმროში განთავსება (2-3 კაციანი ნომრები, ინდივიდუალური სველი წერტილებით, მესტიის ცენტრში)
საუზმე სასტუმროში
ვახშამი სასტუმროში
ჩაი/ყავა ნებისმიერ დროს სასტუმროში
გიდის მომსახურება ( გამოცდილი და კვალიფიციური)
ტურის ფარგლებში
მოსანახულებელი ადგილები :
დღე პირველი , მესტია
სოფელი ლენჯერი
მესტიაში ჩასვლა
დაბინავება სასტუმროში ( ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ დასვენება
მესტიაში გასეირნება
მესტიის საკათედრო ტაძარი
ვახშამი სასტუმროში
დღე მეორე
საუზმე სასტუმროში
კურორტი თეთნულდი , ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მწვერვალი საქართველოსი, საბაგიროთ გასეირნება და ულამაზესი ხედები
თეთნულდზე გვექნება დრო სრიალისთვის და დასვენებისთვის.
დაბრუნება სასტუმროში
ვახშამი სასტუმროში
დღე მესამე
საუზმე სასტუმროში
ჰაწვალის საბაგიროთი გასეირნება
უშბის ულამაზესი ხედები
სრიალი
დაბრუნება სასტუმროში
ვახშამი სასტუმროში
დღე მეოთხე
საუზმე სასტუმროში
მიხეილ ხერგიანის ისტორიული მუზეუმი
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
გამომგზავრება თბილისში
ტური შედგენილია კვალიფიციური გიდების მიერ და არის დროში იდეალურად გადანაწილებული - ტურის მიზანია ვიზიტორის მაქსიმალური კომფორტი და დასვენების ხელშეწყობა
ტურის დაჯავშნა აუცილებელია წინასწარ, ადგილების რაოდენობა არის შეზღუდული
წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი
ტურზე აუცილებელია პოზიტიური განწყობა და დადებითი ემოციები
ტურზე წამომსვლელი ადამიანი უნდა იაზრებდეს რომ ტური არის ჯგუფური და უნდა შეეძლოს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და ჯგუფური გადაადგილება
გზაში გავჩერდებით ყავისთვის და სნექებისთვის (2-3 ჯერ მინიმუმ)
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი
WhatsApp:
Viber:
Mail:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.