ბაკურიანის ორდღიანი ტური
ფოტო: This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
აგრეთვე ტური გაიმართება ყოველ შაბათ-კვირას მთელი სეზონის განმავლობაში‼️ ასევე შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ტური თქვენთვის სასურველ რიცხვებში!
⭕ ტურის თანხა: - სასტუმროთი და სამჯერადი კვებით‼️
I დღე:
✔️ ბაკურიანი.
✔️13:00 განთავსება სასტუმროში
✔️14:00 სადილი
✔️თავისუფალი დრო
✔️19:00 ვახშამი
✔️თავისუფალი დრო
II დღე:
✔️10:00 საუზმე
✔️12:00 სასტუმროდან გამომგზავრება
✔️ წაღვერი
✔️ ბორჯომი, სერაფიმ საროველის მონასტერი-მიკროავტობუსით წასვლის შემთხვევაში. (ავტობუსით ვერ ავალთ და მაშინ მხოლოდ მოვინახულებთ ბორჯომის პარკს)
✔️ თუ დრო დაგვრჩება მოვინახულებთ ბორჯომის პარკს.
⭕ ტურის თანხაში შედის
➡️ მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით (ავტობუსით)
➡️ განთავსება სასტუმროში ერთი ღამით 2 და 3 ადგილიან ნომრებში თავისი სველი წერტილებით, ცივი-ცხელი წყალი, თეთრეული, WIFI
➡️ სამჯერადი კვება
➡️ გამყოლი
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
➡️არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
➡️არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
➡️არ ვსაუბრობთ და ვკამათობთ პოლიტიკაზე!!! (მივდივართ გასართობად და არა საკამათოდ)
➡️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!!! ასევე არ ვსრიალებთ თხილამურებით ნასვამ მდგომარეობაში!!!
➡️ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
➡️აუცილებელია ზამთრის ტურის შესაფერისად ჩაცმა: მაღალყელიანი თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი კომბინიზონი ან თბილი ქურთუკი, (გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი)
➡️ გასვლის დრო: - დილის 09:30 სთ.
⭕გასვლის ადგილია:
თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
➡️მოთხოვნის შემთხვევაში ტრანსპორტი გამოვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თანხის დამატების და ვიზიტორთა რაოდენობის შემთხვევაში‼️
➡️ტურზე რეგისტრაციისათვის საჭიროა თანხის წინასწარ ჩარიცხვა.
ვიზიტორების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 კაცს .
➡️ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა უკან დაგიბრუნდებათ‼️
-თამარი
-თამარი
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.