დღიანი ტური ახალ წელს ულამაზეს სვანეთში
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
სვანური კოშკები, საახალწლოდ მორთული მესტია, შესანიშნავი კაფე-რესტორნები, ჰაწვალის და თეთნულდის სათხილამურო კურორტები და კიდევ ბევრი სანახაობა გველოდება ამ ტურზე რაც გაგვილამაზებს ამ დღეებს და დაუვიწყარს გახდის
მოსანახულებელი ადგილები
* ენგურჰესის კაშხალი
* მესტია
* თეთნულდი
* ჰაწვალი
* ზურულდი
* ჰეშკილი
* 300 ლ (Mitsubishi Delica 8)
-გამოცდილი გიდი მძღოლი
- დაბინავება საოჯახო სასტუმროში 2 ღამე 3 დღე დილის კვებით (საუზმით)
-მუზეუმების მოსაკრებელი
ეთნოგრაფიული ,ხერგიანის 5 ლ
-ჰაწვალის საბაგირო 20 ლ
-თეთნულდის საბაგირო 20 ლ
.გასათვალისწინებელი რჩევები
-ვიცმევთ მთის შესაფერისად ამინდი ცვალებადია აუცილებლია თან იქონიოთ საწვიმარი და მეორე წყვილი ფეხსაცმელი
შეკრების ადგილი
-რესპუბლიკის მოედანი ველოსიპედის ძეგლთან (რედისონის მიმდებარედ)
*კვირა
???? 4:45 საათზე შეკრება.
???? 05:00 საათზე გასვლა
*ტურის აღწერა
1*დღე
1_ენგურჰესის კაშხალის მონახულება
3_დაბინავება სასტუმროში
4_ხერგიანის მუზეუმი
5_ ღამის მესტია. 2*დღე
1_თეთნულდზე ასვლა
სრიალი,საბაგირო და სხვადასხვა აქტივობები
2_ჰეშკილის ქოხები
3_ჰაწვალი
4_ზურულდი
5_დაბრუნება მესტიაში
3*დღე
1_ეთნოგრაფიული მუზეუმი
2_გამომგზავრება თბილისში
***(ტურის მსვლელობისას ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს საჭიროების და ამინდის მიხედვით სანახაობათა თანმიმდევრობა)
მოგზაურობა რომ იყოს კომფორტული და უსაფრთხო ვითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს და წესებს
- ვემორჩილებით ორგანიზატორს
- აკრძალულია მგზავრობის დროს ალკოჰოლის მიღება
- ორგანიზატორის გაუფრთხილებლად გზიდან გადახვევა
- არ ვანაგვიანებთ გარემოს
- ამინდზე ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელ (ბუნებას ვერ უბრძანებთ)
***ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ ვოთსაპი ვაიბერი
- სახელი გვარი
-თანხა ირიცხება წინასწარ
-საბანკო რეკვიზიტების ჩაგიგდებთ პირად შეტყობინებაში
-ტურამდე 3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდებ
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.