სვანეთის სამდღიანი ტური ძველით ახალ წელს
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
შემდეგი ტურები;
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
გაყინული ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
ულამაზესი დათოვლილი მესტია ( დაბინავება სასტუმროში)
სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი და ზურულდი. საბაგიროთი ავალთ და დავტკბებით სვანეთის ლამაზი ხედებით, ასევე ისრიალებთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
ერთად მოვამზადებთ საახალწლო სუფრას და ყველანი ერთად შევხვდებით ახალწელს‼სურვილისამებრ წამოვიღოთ ფეიერვერკები და შუშხუნები.
საახალწლო კონცერტი მესტიაში
II დღე:
თეთნულდი
ჰეშკილის ქოხები
მესტიის საკათედრო ტაძარი
ბეთქილის მჟავე წყლები
გასეირნება ღამის მესტიაში
დაბინავება სასტუმროში
III დღე:
ჰაწვალის სათხილამურო ტრასა ( სურვილისამებრ სრიალის მოყვარულთათვის)
საღამოს დაბრუნება თბილისში
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
კატეგორიულად იკრძალება ნასვამ მდგომარეობაში სრიალი!
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
აუცილებელად ვიცვამთ ზამთრის ტურის შესაფერისად!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით,
გიდი!
განთავსება საოჯახო სასტუმროში ორი ღამით (2-3-4 ადგილიან ნომრებში გათბობით, + ცხელი წყალი)
საახალწლო სუფრისთვის საჩუქრად კომპანიისაგან ღვინო იტრი, ტკბილეული, ჩაი და ყავა‼
კვება! ყველას
მოგვაქვს ერთი დღის საკვები, დანარჩენ დღეების კვებას ადგილზე ვაგვარებთ (ავკრებთ თანხას სამწვადისთვის და სხვა დამატებით პროდუქტებისთვის)
ჯიპ - ტური თეთნულდზე:
ჯიპ-ტური ჰეშკილზე
ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს თანხა
მიხეილ ხერგიანის მუზეუმის თანხა:
გასვლის დრო: - დილის 04:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.