სამცხე-ჯავახეთი:აბასთუმანი, ახალციხე- პურის ფესტივალი
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გადადით
ეს არის ლამაზი და საინტერესო მხარე სამხრეთ საქართველოში, რომელიც მუდმივად აოცებს მნახველებს. ეს მხარე მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიებს!
⭕გზად გავივლით და მოვინახულებთ:
✔️10:00 - საფარის მონასტერი X ს. ჯაყელთა ერთ- ერთი რეზიდენცია
✔️11:30 - რაბათის ციხე XVIII ს. რომელიც ტოლერანტობის სიმბოლოა, რადგან გვერდიგვერდ განთავსებულია ქრისტიანული ეკლესია, ისლამური მეჩეთი და ებრაული სინაგოგა.
✔️13:00 პურის ფესტივალის გახსნა. ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქტის გამოფენა/გაყიდვა/ დაგემოვნება. კონცერტი ცეკვისა და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
✔️ 17:30 - აბასთუმანი, აბანოს კომპლექსი "რემერტის პარკი"
✔️ 18:30 - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან 1700 მ.) ტელესკოპით დავაკვირდებით, ვარსკვლავებს მარსს და ვენერას.
✔️ 20:30 - გამომგზავრება თბილისში.
⭕ გაითვალისწინეთ‼️აუცილებლად უნდა ჩავეტიოთ მითითებულ დროში რათა მოვასწროთ ყველა ლოკაცია‼️
⭕მგზავრობაში შედის:
➡️ მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით!
➡️ გიდი!
❌ კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
❌ობსერვატორიის შესასვლელი ბილეთი-, სტუდენტები და მოსწავლეები- ვარსკვლავებზე დაკვირვება დამატებით გადასახდელი თანხა -, სტუდენტებზე და მოსწავლეებზე -
❌რაბათის ბილეთი-
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
✓არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
✓არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
✓არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს და ტურის მსვლელობისას!!!
✓ სპორტული კომფორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი
✓ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!!
გასვლის დრო: 06:30 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
⭕ტურზე რეგისტრაციისათვის საჭიროა თანხის წინასწარ ჩარიცხვა.
ვიზიტორების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 16 .
ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა უკან დაგიბრუნდებათ‼️
-თამარი
-თამარი
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.