დღიანი სვანეთის ტური !

ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65578

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

სვანეთის 3 დღიანი ტური !

შემოგვიერთდით ზღაპრულ სვანეთის 3 დღიან ტურზე! ????????????

???????? თუ ოდესმე ღმერთს ბუნებისთვის სილამაზე უბოძია, უთუოდ სვანეთს არგუნა იგი თავისი ხასიათით ამაყი მთებითა და შეუპოვარი კოშკებით

???? თუ სვანეთში არ ყოფილხარ საქართველო არ გინახავს!

???? #ხედები #მთები #კოშკები #ისტორია #აღფრთოვანება და უამრავი რამ გელით ამ ტურში

პარასკევი, შაბათი და კვირა, დაუვიწყარი 3 დღე
კეთილმოწყობილი სასტუმროებით და მაღალი კლასის ტრანსპორტით ????????????
და რაც მთავარია მხიარული და პოზიტიური გიდი, რომელიც იზრუნებს თქვენზე ????????

???? თბილისი, მეტრი დიდუბე 02:00 სთ.
???? ქუთაისი, მაკდონალსი 05:00 სთ.

დღე 1:
???? ენგურის კაშხალი
???? ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
???? ენგურის წყალსაცავი
???? მესტია
???? ჰაწვალი-ავალთ საბაგიროთი
???? ჰეშკილის ქოხები
???? ცნობილი საქანელები
???? ეთნოგრაფიული მუზეუმი
???? დაბინავება სასტუმროში და თავისუფალი დრო

დღე 2:
???? სიყვარულის კოშკი
???? კვირიკეს და ივლიტას ტაძარი
???? სოფელი ჩაჟაში
???? სოფელი უშგული
???? უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი (თუ დრო დაგვრჩა)
???? ლამარიას მონასტერი
???? ჯიპტური შხარაზე
???? მყინვარი შხარა
???? მდინარე ენგურის სათავე
???? დაბრუნება სასტუმროში და თავისუფალი დრო

დღე 3:
???? მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
???? მესტიის საკათედრო ტაძარი
???? ჯიპ ტური ქორულდის ტბებზე (სურვილის შემთხვევაში)
???? ზუგდიდის დადიანების სასახლე
???? დაბრუნება თბილისში

ანი პაკეტი
???????? ტრანსპორტირება ( კომფორტული მიკროავტობუსით გამოცდილი მძღოლი )
???????? გიდის მომსახურეობა
???????? განთავსება კარვებში. (აღჭურვილობა თან უნდა იქონიოთ).

ნი პაკეტი
???????? ტრანსპორტირება ( კომფორტული მიკროავტობუსით გამოცდილი მძღოლი )
???????? გიდის მომსახურეობა
???????? განთავსება საოჯახო სასტუმროში 2 ღამე. (2-3-4 ადგილიან ნომრებში).

???????????????? საუზმე, ვახშამი, რომელიც ინდივიდუალურია, ყველას მიგვაქვს საგზალი და ლანჩ–პაკეტი.
შეგვიძლია ადგილზე მოვამზადებინოთ ვახშამი და საუზმე, სასტუმროში ყველა პირობა გვაქვს ამისთვის.
???? მუზეუმების მოსაკრებელი: მიხეილ ხერგიანის , ეთნოგრაფიული მუზეუმი სტუდენტი-მოსწავლე
ტრანსპორტირება უშგულში .
???? ჯიპტური შხარაზე ( )
???? ჯიპტური ქორულდის ტბებზე ( )
ენგურზე შესვლა
სიყვარულის კოშკი .
(ეს ყველაფერი სურვილის შემთხვევაში)!

-------------------------

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.