ლეჩხუმი
ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; G.N. · CC BY-SA 3.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
2 დღიანი ტური ლეჩხუმში.
დღე 1 : გასვლა თბილისიდან 06:00-საათზე ლეჩხუმის მიმართულებით.
წავალთ ახალი გზით, გზად გველის ულამაზესი პანორამული ხედები.
დღის სანახავი ადგილები და აქტივობები: საირმის სვეტები, ღვირიშის ჩანჩქერი და გადმოსახედი, ზანდურის სახლი - გაჩერება 2 საათი (სადილი)
სოფელი ლაილაში და აუზი ( ოქრონიშის წყარო); ლაილაშის წმ გიორგის ეკლესია; სინაგოგა, ლაჯანურის წყალსატევი და ჩანჩქერი,
ღამისთევა ცაგერში - სასტუმრო ხვამლი.
დღე 2 : საუზმე სასტუმროში
სანახავი ადგილები და აქტივობები:
დილაადრიან მივემგზავრებით ჯიპებით ხვამლის მთის სანახავად - წმ გიორგის ეკლესია, ( ფეხით 800 მეტრი ერთი მიმართულებით)
თეკანთერის ჭა ( თუ კარგად ვივლით და დრო დაგვრჩება)
(დამატებითი აქტივობა)
მურის ციხეები. წმ მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერი, ცაგერის მწვანე თეატრი, ლადო ასათიანის სახლმუზეუმი.
ქულბაქის ტბა (მწვანე ტბა) - გაჩერება 2 საათი , ჩქუმის ჩანჩქერი,
რაჩხას ჩანჩქერი,
გამომგზავრება თბილისში.
სადილი - ზანდურის სახლში - ( დღე - 2 ) სურვილის შემთხვევაში.
ხვამლის მთა ჯიპ-ტური - წმ გიორგის ეკლესია - 35 ლ
სადილი ქულბაქის ტბაზე -
რაჭა-ლეჩხუმი — რა ტურებს გთავაზობთ
რაჭის ტური მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდს, ღვინის დეგუსტაციას ხვანჭკარაში და ღამისთევას ამბროლაურში, ონში ან შოვში. მოგვწერეთ, რამდენი დღე გაქვთ, და მარშრუტს ჩვენ შევადგენთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: ხეობებში 24–28°, შოვსა და შაორზე 18–22°, ღამით გრილა. ამ დროს ყველა გზა ღიაა და ტბებზე ასვლაც იოლია.
მაისი და ოქტომბერი მშვიდი თვეებია; ოქტომბერში ხვანჭკარის ვენახებში რთველია და ტყე ყვითლდება.
ზამთარში რაჭა თოვლიანია, ნაკერალისა და მამისონის მიმართულებით გზები შეიძლება ჭირდეს; სოფლების უმეტესობა ამ დროს წყნარია, გესტჰაუსები კი ნაწილობრივ იკეტება.
რა ვნახოთ
- ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი ქვის ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ამბროლაურიდან 15 კმ-ში
- ხვანჭკარა — სოფელი და ღვინის ქარხნები, სადაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს აყენებენ
- შაორის ტბა — წყალსაცავი ნაკერალის ქედზე, მთის ტყით გარშემორტყმული; ზაფხულში აქ ბანაკობენ
- ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი ცხმორში, მდინარეების შესართავთან კლდეზე
- შოვი — კურორტი 1600 მ-ზე, მინერალური წყაროები და ფიჭვნარი; იქვე გლოლა და მამისონის უღელტეხილის გზა
- ონი — ძველი სინაგოგა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაჭის მთის მიმართულებით გასვლის წერტილი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ამბროლაურამდე საჩხერე–ონის გზით დაახლოებით 225 კმ-ია (3,5–4 საათი), ქუთაისისა და ნაკერალის გავლით — 5 საათამდე. დიდუბიდან ონისკენ დილით მარშრუტკა გადის (დაახლოებით 4 საათი), ხოლო Vanilla Sky ნატახტრიდან ამბროლაურში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ყველაზე მოკლე გზა საჩხერე–ონის ახალი ტრასაა; ქუთაისიდან — ტყიბულისა და ნაკერალის უღელტეხილის გავლით, ლეჩხუმში (ცაგერი) — წყალტუბოს გავლით.
სად დავრჩეთ: ამბროლაურსა და ონში — სასტუმროები და გესტჰაუსები, შოვში — კურორტის სასტუმროები და კოტეჯები, სოფლებში — საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი ტბებისა და ჩანჩქერებისთვის.
კავშირი: ქალაქებსა და მთავარ გზაზე მობილური კარგად მუშაობს, ღრმა ხეობებში — ცუდად.