სვანეთი: აღმოაჩინეთ ნ ა კ რ ა !

ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65416

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

აღმოაჩინეთ სვანეთი - ნ ა კ რ ა‼

•გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე : - გადავაადგილდებით ჯიპებით!
სოფ ნაკრას ცენტრი. ცენტრის მჟავეწყალი
ცენტრში მდებარე თამარ მეფის სახელობის ტაძარი
სოფ.ნაკრას ცენტრიდან გავემართებით ლეირაყის ჩანჩქერის მოსანახულებლად სადაც გზად მოვინახულებთ :
ლაგირის მინერალური წყალი
მაშდაშიას მინერალური წყალი
ლეირაყის ჩანჩქერი (ფეხით გასავლელი გზა: 2 კმ. ერთი გზა)
დაბინავება ნაკრას საოჯახო სასტუმროში
II დღე: - გადავაადგილდებით ჯიპებით
ლამურყვამი- ეკლესია და ნასახლარები
ზაგაროს უღელტეხილი საიდანაც მწვერვალ შდავლერს ვიხილავთ
სოფ.ლაშხრაში( რომელიც ძველი ნასახლკარებია)
სოფ.ცალერი მოვინახულებთ გვარმიანების საგვარეულო სვანირს-მაჩუბს, ასევე ვიბლიანების საგვარეულო სვანირს-მაჩუბს
სოფ.თავრალი მაცხოვრის ტაძარი ძველი ნასახლარები
სოფ.ჯოხლანი ქალდანების საგვარეულო კოშკი
ფუსდ მჰაშ - მამა-ზეციერის ტაძარი
ლაკითანალი
მთა ყვა, მწვერვალ ცალგმლის ძირი, საიდანაც იშლება ხედი იალბუზზე.
"ლჯემტობ" - რძის ტბა
"გმრარე ნაშდუხ" - გმირების ნამარხი
დაბინავება ნაკრაში, საოჯახო სასტუმროში
lII დღე: - გადავაადგილდებით ჯიპებით
უთვირის მთა, საიდანაც იშლება საოცარი ხედი( გადასახედი სვანეთის რამოდენიმე სოფელზე ასევე მწვერვალ ცალგმლსა და უშბაზე)
ლთნარის ტბა - ზღვის დონიდან 2400.მ
ნაკრის "ლამარია" წმინდა მარიამის ტაძარი
საღამოს დაბრუნება თბილისში
• აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
• არ ვბილწვსიტყვაობთ!
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს
• არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
• ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
• აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი!
სალშქრო ჯოხი სურვილისამებრ
მგზავრობაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
• გიდი!
• განთავსება საოჯახო სასტუმროში ორი ღამით (2 ადგილიან ნომრებში)
კვება! ყველას
მოგვაქვს რამოდენიმე დღის სამყოფი საკვები. კვებას ადგილზე ვაგვარებთ ინდივიდუალურად ან ვაგროვებთ თანხას საკვებისთვის (ვყიდულობთ: სამწვადეს, პურს, ყველს, ბოსტნეულს, წვენებს)
I დღე: ჯიპ ტური ნაკრადან მთელი დღე:
II დღე: ჯიპ ტური ნაკრადან მთელი დღე:
III დღე: ჯიპ ტური უთვირის მთაზე და ლთნარის ტბაზე
გასვლის დრო: - ღამის 01:00 სთ.
•გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.