აღმოაჩინეთ სვანეთი - ნ ა კ რ ა!
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
• პირველად ჩვენთან! აღმოაჩინეთ სვანეთი - ნ ა კ რ ა‼
• ეს ის ტურია რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, სამოთხეა დედამიწაზე‼
•გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
•მჩქეფარე ენგურის ხეობა
•ენგურის კაშხალი
• ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
•ბეჩოს თემი, სოფ. მაზერი
• უშბის ჩანჩქერი - შდუგრა ( ფეხით გასავლელი გზა 3 კმ. ერთი გზა)
• ულამაზესი მესტია
• ჰეშკილის ქოხები
• დაბინავება სასტუმროში
• საღამოს გასეირნება ბეთქილის მჟავე წყალზე
•ღამის მესტია
II დღე:
• სიყვარულის კოშკი
• წმ.კვირიკეს და წმ.ივლიტას სახელობის ეკლესია, სვანურად "ლაგურკა"- X ს.
(საფეხმავლო-საშუალოზე მარტივი, ჯამში 2 კმ)
• სოფელი ჩაჟაში
• სოფელი უშგული
• თამარის კოშკი
• სოფ.ჟიბიანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
• უშგულის ლამარია - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს.
• საღამოს დაბრუნება მესტიაში
• დაბინავება სასტუმროში
lllდღე
•სოფ.ნაკრას ცენტრიდან გავემართებით ლეირაყის ჩანჩქერის მოსანახულებლად სადაც გზად მოვინახულებთ
•ლაგირის მინერალური წყალი
• მაშდაშიას მინერალური წყალი
• ლეირაყის ჩანჩქერი (ფეხით გასავლელი გზა: 2 კმ. ერთი გზა)
•ლამურყვამი- ეკლესია და ნასახლარები
•ზაგაროს უღელტეხილი საიდანაც მწვერვალ შდავლერს ვიხილავთ
•მამა-ზეციერის ტაძარი
•სოფ.ლაშხრასი( რომელიც ძველი ნასახლკარებია)
• სოფ.ცალერი მოვინახულებთ გვარმიანების საგვარეულო სვანირს ასევე ვიბლიანების საგვარეულო სვანირს
• სოფ.თავრალი მაცხოვრის ტაძარი ძველი ნასახლარები
•სოფ.ჯოხლანი ქალდანების საგვარეულო კოშკი
•სოფ ნაკრას ცენტრი, ცენტრის მჟავეწყალი და ცენტრში მდებარე თამარ მეფის სახელობის ტაძარი
• დაბინავება ნაკრაში, საოჯახო სასტუმროში
lV დღე
•უთვირის მთა, საიდანაც იშლება საოცარი ხედი( გადასახედი სვანეთის რამოდენიმე სოფელზე ასევე მწვერვალ ცალგმლსა და უშბაზე)
•ლთნარის ტბა გასავლელი გზა 22-კმ საერთო ჯამში სიმაღლე:ზღვის დონიდან 2400.მ
•საღამოს დაბრუნება თბილისში
• აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• აუცილებელია გქონდეთ პირბადე!
• არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
• არ ვბილწვსიტყვაობთ!
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს .
• ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
• აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი!
• მგზავრობაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
• თერმოსკრინინგი!
• სადეზინფექციო ხსნარი
• გიდი!
• განთავსება საოჯახო სასტუმროში სამი ღამით (2, 3 ან 4 ადგილიან ნომრებში)
• კვება! ყველას
მოგვაქვს რამოდენიმე დღის სამყოფი საკვები. კვებას ადგილზე ვაგვარებთ ინდივიდუალურად ან ვაგროვებთ თანხას საკვებისთვის (ვყიდულობთ: სამწვადეს, პურს, ყველს, ბოსტნეულს, წვენებს)
• ჯიპ ტური უშგულში:
• ჯიპ ტური ნაკრადან ლეირაყის ჩანჩქერზე და მთელი დღე
გასვლის დრო: - ღამის 01:00 სთ.
•გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.