national delicacy

ბოლნისი - დმანისი

  • ID: 65383
  • ნახვები: 2160
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/06/22
    დაბრუნება
    • 15/06/22
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე

ტურის სახეობა: პილიგრიმული-კულტურულ-შემეცნებითი.

 

მოვინახულებთ:

ბოლნისის სიონი- ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში. განეკუთვნება V საუკუნეს. ბოლნისის ტაძრის ფასადებმა შემოგვინახა საქართელოში არსებული უძველესი ქართული წარწერები. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახულებანი. ტაძარში ასევე გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. ერთ-ერთი „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი.

წუღრუღაშენი - XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა. ეკლესიაში სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი, სადაც არის ქვა ჩადგმული რომლეზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა.

 

დმანისის ნაქალაქარი - ორი ნაწილისგან შედგებ. მსოფლიომ გაიცნო, მას შემდეგ რაც არქეოლოგებმა გათხრებისას 1,8 მილიონი წლის ადამიანის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სწორედ დმანისელი ადამიანია პირველი ევროპელი. შუა საუკუნეების ნაქალაქარი მოიცავს შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბსა და გარეუბნის ნაგებობებს.

 

დმანისის სიონი (დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი)- ნაქალაქარის ცენტრში მდებარეობს. ის სამეკლესიიანი ბაზილიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია.

 

 

ღირებულებაში შედის:

მგზავრობა; (კომფორტული მიკროავტობუსი)

გიდი (გამყოლი).

 

გაითვალისწინეთ:

ღირებულებაშ არ შედის მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასური!

არ ვანაგვიანებთ გარემოს!

არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!

არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!

საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს! 

 

ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს მარშუტი, ალტერნეტიულით!

 

შეკრების ადგილი: ველოსიპედის ძეგლთან, რესპუბლიკის მოედანზე, მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

(+995) 555 324 646;

(+995) 577 199 270;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/06/22
    დაბრუნება
    • 15/06/22