რაჭის განსხვავებული ორდღიანი ტური

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; ალ-ო · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებარაჭა-ლეჩხუმი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65260

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

????იჩქარეთ! მესამე მიკროავტობუსზე დარჩენილია 6 ადგილი! ჩვენი მეგზური იქნება GNS ტელევიზია!

•გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე
•ნაქერალას უღელტეხილი ზღ. დონიდან 1218 მ
•შაორის წყალსაცავი
•საყინულეს მღვიმე
•კარსტული მდინარე შარეულას სათავე
•ჭელიშის უდაბნო - ჭელიშის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი
•თხმორის ჩანჩქერი
•ნიკორწმინდა 1010-1014 წწ
•ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია XVII ს
•ქვაბთ კარი - სიყვარულის გულის ფორმის ჩანჩქერი
(თუ ლეგენდას დავუჯერებთ: ვინც ამ ჩანჩქერს ქვეშ შევა აუცილებლად დაოჯახდებაო! )
•დაბინავება ამბროლაურის სასტუმროში
II დღე
•მრავალძალი - საოცარი მომაჯადოვებელი ხედებით და წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია XI ს
•სიყვარულის ( ჭოლევის) ტბა მრავალძალში
√ჭიორა - კვირაცხოვლის ეკლესია
•ღები - კოშკი "დედა-ღვთისა" XVს და მაცხოვრის სალოცავი
√გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში ( ავდივართ სამხიდიანი მანქანით)
• ფეხით გასავლელი მანძილი:
• მრავალძალში სიყვარულის ტბაზე ჯამში 3 კმ- მდე მარტივი გზა (შეიძლება ნაწილი გზა ტრანსპორტმაც კი შეგვიმციროს)
• ჭელისში ჩასვლისას 1კმ. მკვეთრი დაღმართი, ამოსვლისას კი 1 კმ. აღმართი
•აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
• აუცილებლად თან გქონდეთ პირბადე!
• არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
• აუცილებელია სპორტული თბილი ფეხსაცმელი+გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი
• ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
• მგზავრობაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
• გიდი!
• საოჯახო სასტუმროში განთავსება ერთი ღამით
• თერმოსკრინინგი
• სადეზინფექციო ხსნარი
• სამხიდიანი მანქანის თანხა ერთ კაცზე
• კვება. ყველას მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები.(სურვილისამებრ ავკრებთ თანხას სამწვადესთვის)
• გასვლის დრო: - დილის 07:00 სთ.
• გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი

რაჭა-ლეჩხუმი — რა ტურებს გთავაზობთ

რაჭის ტური მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდს, ღვინის დეგუსტაციას ხვანჭკარაში და ღამისთევას ამბროლაურში, ონში ან შოვში. მოგვწერეთ, რამდენი დღე გაქვთ, და მარშრუტს ჩვენ შევადგენთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: ხეობებში 24–28°, შოვსა და შაორზე 18–22°, ღამით გრილა. ამ დროს ყველა გზა ღიაა და ტბებზე ასვლაც იოლია.
მაისი და ოქტომბერი მშვიდი თვეებია; ოქტომბერში ხვანჭკარის ვენახებში რთველია და ტყე ყვითლდება.
ზამთარში რაჭა თოვლიანია, ნაკერალისა და მამისონის მიმართულებით გზები შეიძლება ჭირდეს; სოფლების უმეტესობა ამ დროს წყნარია, გესტჰაუსები კი ნაწილობრივ იკეტება.

რა ვნახოთ

  • ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი ქვის ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ამბროლაურიდან 15 კმ-ში
  • ხვანჭკარა — სოფელი და ღვინის ქარხნები, სადაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს აყენებენ
  • შაორის ტბა — წყალსაცავი ნაკერალის ქედზე, მთის ტყით გარშემორტყმული; ზაფხულში აქ ბანაკობენ
  • ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი ცხმორში, მდინარეების შესართავთან კლდეზე
  • შოვი — კურორტი 1600 მ-ზე, მინერალური წყაროები და ფიჭვნარი; იქვე გლოლა და მამისონის უღელტეხილის გზა
  • ონი — ძველი სინაგოგა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაჭის მთის მიმართულებით გასვლის წერტილი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ამბროლაურამდე საჩხერე–ონის გზით დაახლოებით 225 კმ-ია (3,5–4 საათი), ქუთაისისა და ნაკერალის გავლით — 5 საათამდე. დიდუბიდან ონისკენ დილით მარშრუტკა გადის (დაახლოებით 4 საათი), ხოლო Vanilla Sky ნატახტრიდან ამბროლაურში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ყველაზე მოკლე გზა საჩხერე–ონის ახალი ტრასაა; ქუთაისიდან — ტყიბულისა და ნაკერალის უღელტეხილის გავლით, ლეჩხუმში (ცაგერი) — წყალტუბოს გავლით.
სად დავრჩეთ: ამბროლაურსა და ონში — სასტუმროები და გესტჰაუსები, შოვში — კურორტის სასტუმროები და კოტეჯები, სოფლებში — საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი ტბებისა და ჩანჩქერებისთვის.
კავშირი: ქალაქებსა და მთავარ გზაზე მობილური კარგად მუშაობს, ღრმა ხეობებში — ცუდად.

რაჭა-ლეჩხუმი: გზამკვლევი
რაჭა-ლეჩხუმი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება რაჭას?
ამბროლაური, ნიკორწმინდა, ხვანჭკარა და შაორი 2 დღეში ჯდება. შოვისა და ლეჩხუმის დასამატებლად 3–4 დღე სჯობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა?
თბილისიდან — საჩხერე–ონის გზით, ის ყველაზე მოკლეა. ქუთაისიდან ან დასავლეთიდან ჩამოსულისთვის მოხერხებულია ნაკერალის უღელტეხილი, რომელზეც შაორის ტბაც არის.
რა არის აუცილებლად გასასინჯი?
რაჭული ლობიანი, ლორი, ხვანჭკარა ღვინო და ლეჩხუმის უსახელოური. ბევრ გესტჰაუსში ამ ყველაფერს სახლში ამზადებენ.
შეიძლება თუ არა ზამთარში წასვლა?
ამბროლაურსა და ონში ზამთარშიც შეიძლება, მაგრამ შოვისა და მთის სოფლების გზაზე თოვლისა და ყინულის გამო სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს ბევრი გესტჰაუსი დაკეტილია, ამიტომ წინასწარ დარეკეთ.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: შოვის ტყე და მინერალური წყაროები, შაორის ტბის ნაპირი და ნიკორწმინდის ეზო ბავშვებისთვისაც იოლი გასასვლელია. ზაფხულში აქ არ არის ბარის სიცხე.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.