ლამპრობა სვანეთში!
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
???? შეხვდი ლამპრობას სვანეთში ????
ს ნაცვლად! (იანვარში დაჯავშნის შემთხვევაში)
#თბილისი 03:00 საათზე, M დიდუბის ზედა გაჩერება
#ბათუმი 05:00 საათზე, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
#ქუთაისი 06:00 საათზე, მაკდონალსის მიმდებარე ტერიტორია
თქვენ გელოდებათ 3 არაჩვეულებრივი დღის გატარება სვანეთში! #დათოვლილი_მთები #შესანიშნავი_გარემო #ახალი_მეგობრები
დღე 1:
????ენგურის წყალსაცავი
????ენგურის ხეობა
????ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
????ჰაწვალის სათხილამურო ტრასა
????ეთნოგრაფიული მუზეუმი (სურვილისამებრ)
????განთავსება სასტუმროში
????თავისუფალი დრო
დღე 2:
????თეთნულდი ( დელიკებით ავალთ 20- )
???? ჰეშკილის ქოხები ( დელიკებით ავალთ 15-)
???? ცნობილი საქანელები
???? გასეირნება მესტიაში
დღე 3:
????მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი
????მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
????ჰაწვალზე სრიალი სურვილისამებრ
???? გამოვემგზავრებით თბილისისკენ ზღვა ემოციებით
???????? ს ნაცვლად (იანვარში დაჯავშნის შემთხვევაში)
▪ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
▪გამყოლი (გიდი)
▪განთავსება სასტუმროში 2 ღამე
საბაგიროს თანხა
მუზეუმების მოსაკრებელი
დელიკის თანხა
კვება
▪მოგვაქვს ინდივიდუალურად 3 დღის სამყოფი საკვები. ასევე შეგვიძლია ერთიანად მოვამზადოთ
WhatsApp/Viber /
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.