შობა სვანეთში

ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID65165

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

1 3 !
შობა სვანეთში

გაატარე შობა ყველაზე ზღაპრულად
????დაუვიწყარი ზამთარი დათოვლილ სვანეთში

ის, რაც არასოდეს გინახავთ
შეხვდით შობას ყველაზე ლამაზ გარემოში

თოვლი, საოცარი ხედები, მწვერვალები, კოშკები , მეგობრები და სადღესასწაულო განწყობა ^_^
ეს დღეები არასდროს დაგავიწყდება ! ^_^ <3

????ტურის პროგრამა????

????დღე 1:
გავდივართ დილის 03:00 საათზე.

• შეკრების ადგილი- მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.

• 14:00 ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე ავალთ საბაგიროს გზით და ვნახავთ ულამაზეს ხედს თეთნულდზე და მესტიაზე, გადავიღებთ სურათებს

• დარჩენილ დროს ვისრიალებთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე.

• საღამოს ყველა ერთად მოვემზადებით შობის შესახვედრად, გავუშვებთ ფეიერვერკს და მივუსხდებით სუფრას

????დღე 2:

• ავდივართ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე და ვსრიალებთ მთელი დღე .

• სურვილისამებრ შეგვიძლია ვისრიალოთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე.

• გასეირნება ღამის მესტიაში, ვათვალიერებთ უდიდესი ისტორიის მქონე საგვარეულო კოშკებს და გავისეირნებთ ლანჩვალის უბანში.

????დღე 3:

• ავდივართ ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტზე სასრიალოდ.

• ჰეშკილის ქოხები და საქანელა ^_^

• დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს,

• მოვილოცავთ საკათედრო ტაძარს მესტიაში,

• მოვილოცავთ უძველეს ეკლესიებს სოფელ ლატალში.

გასვლა მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელიდან.
გასვლის დრო დილის 03:00.

ტრანსპორტირება კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომსახურება
გიდის მომსახურება
ღამისთევა სასტუმროში (ცენტრალური გათბობა, ცხელი წყალი)

კვება, საკვების ნაწილი მოგვაქვს სახლიდან, ან შეგვიძლია ადგილზე შევუკვეთოთ ( საშუალოდ )
მუზეუმის და საბაგიროების ბილეთები
თეთნულდზე ჯიპებით ასვლა-

გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვყრით ნაგავს
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
ვიცვამთ კომბინიზონს,რომ არ დავსველდეთ და არ შეგვცივდეს ))
ვიცვამთ ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები :D
მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები ^_^ (ისევ ფოტოებისთვის ^_^ )
ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში !

???? ტურში წამოსვლამდე გაივლით თერმოსკრინინგს
???? სავალდებულოა პირბადის გამოყენება
???? უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით.
???? ტურში წამოსვლამდე ტრანსპორტი მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.

............................
, ბაკური
, მარიამი

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.