national delicacy

გიორგობა

  • ID: 65054
  • ნახვები: 1046
complogo
ფიროსმანი ტურები
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 23 ნოემბერს, სამშაბათს, (ოფიციალურად უქმე დღეა), გიორგობას გთავაზობთ ტურს, რომელშიც საშუალება გექნებათ მოილოცოთ წმ. გიორგის სახელობის 4 უძლიერესი, უძველესი და სასწაულთმოქმედი სალოცავი და დიდგორის ბრძოლის მემორიალი ულამაზესი პანორამული ხედებით.

1. უძოს წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, შუა საუკუნეები. მდებარეობს უძოს მთაზე, ზ. დ. 1420 მ.-ზე, საიდანაც ულამაზესი სანახაობა იშლება. არსებობს ლეგენდა, რომ ეს ეკლესია უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და შევედრებია უფალს შვილი მომეციო. მისი სათხოვარი შესრულებულა. უშვილოთა შემწეა.
2. ელფია - წმ. გიორგის უძველესი ტყეში ჩაფლული ტაძარი და სალოცავი, მდინარის პირას, ეს ადგილი ძალიან ცოტამ თუ იცის, მაგრამ მდებარეობს ულამაზეს ადგილას და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
3. წვერის წმინდა გიორგი, მე-11 ს. - მდ. ვერეს ხეობა. ტაძარი დგას მთლიანად მთებით გარშემორტყმულ მაღალ კლდოვან კონცხზე, მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. იშლება პანორამული ხედები გარშემო სოფლებზე: წვერი, წყლულეთი, ღვევი, ვანათი.
4. დიდგორის ბრძოლის მემორიალი - 1121 წლის 12 აგვისტოს აქ დავით მე-4 აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ გაიმართა ბრძოლა, რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. აქ აღმართულია ბრძოლის მემორიალი და შთამბეჭდავად გაფორმებულია მიწაში ჩარჭობილი ხანჯლებით. აქვეა პატარა ტაძარი და მებუკის ძეგლიც."ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ".
5. ნიჩბისის წმ. გიორგის სალოცავი "თეთროსანი" - ეს ადგილი ბევრისთვის უცნობია და ფაქტობრივად ადგილობრივებმა იციან მხოლოდ. ისტორიულად ცნობილია, რომ თეთრი გიორგი ცხადი სახით იბრძოდა საქართველოს მხარეს დიდგორის ბრძოლაში. სწორედ იმ პერიოდში, ამ მოვლენას მიუძღვნეს ამ ისტორიული ტაძრის მშენებლობა.

 23 ნოემბერი, სამშაბათი, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული, ოფიციალურად უქმე დღე.
 ტურის ღირებულება: 25 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
ელფიას წმინდა გიორგი - ჯამურად 2 კმ. ტყის სამანქანე გზა, მარტივი.
წვერის წმინდა გიორგი - ჯამურად 2 კმ. ტყის სამანქანე გზა, მარტივი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. საერთო პიკნიკი გვექნება ბუნებაში, გარე სივრცეში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი.

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

 უძოს მთა თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე მდებარეობს. მისი სიმაღლე სიმაღლე 1420 მეტრია. სწორედ უძოს მთაზე დგას წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. აქ სასიამოვნო, გრილი ტყითაც შეძლებთ დატკბობას და გაშლილი სივრცეებითაც. უძოს წმ. გიორგის სახელობის შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, ლეგენდის მიხედვით, უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და წმინდა გიორგის შეხვეწებია, შვილი მომეციო. მისი ნატვრა ასრულებულა და ამის შემდეგ აქ სალოცავად მოდიოდნენ უშვილო ქალები. მოსალოცად ამოსული ადამიანები შესაწირავს ერთ ხეზე ტოვებდნენ (ამ ხეს დღესაც ნატვრის ხეს ეძახიან). სიტყვა უძეოდან მთას და ეკლესიასაც უძო ეწოდა. აღდგომის მომდევნო სამშაბათ დღეს უძოობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულზე ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა იკრიბება.

 დიდგორის ბრძოლა გაიმართა 1121 წლის 12 აგვისტოს, ბრძოლა ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დავით აღმაშენებელმა მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდია. 1120-1121 წლები მეტად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსათვის. ჯერ იყო და 1120 წლის 14 თებერვალს დავით აღმაშენებელმა ბოტორასთან გაანადგურა სელჩუკთა ლაშქარი. ამას მოჰყვა ყაბალასა და შარვანის აღება. იმავე წლის ნოემბერში აშორნიასთან დავითმა პირწმინდად გაანადგურა სულჩუკები. ამას თან დაერთო ის, რომ 1097 წელს დავითმა სულთანს ხარკი შეუწყვიტა. ამ დროს სელჩუკებს ასუსტებდა შიდა აშლილობები და ჯვაროსნული ლაშქრობები. დავითმა იცოდა რომ მის ასეთ თამამ გადაწყვეტილებას სელჩუკები უპასუხოდ არ დატოვებდნენ. 1121 წელს სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის-ძემ საქართველოში ლაშქრობა ბრძანა. მთავარსარდლობა მან ნეჯმ-ად-დინ ილღაზს დაავალა. ილღაზი ცნობილი იყო აღმოსავლეთში, მან 1119 წელს მდინარე ორონტის ნაპირთან დაამარცხა ჯვაროსნული ლაშქარი. ამიტომაც შეარქვეს ,,ნეჯმ-ად-დინი”, რაც ,,სარწმუნოების ვარსკვლავს ნიშნავს”. ილღაზის ლაშქრობაში მონაწილეობდნენ: დუბაის ემირი იბნ-სადაყა, თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი და სხვ. პაემანი თრიალეთში იყო დათქმული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე გვამცნობს მტერზე: ,,მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილსა”. ხუცესები მებრძოლებს ლოცავდნენ. ანტიოქიის კანცლერი გოტიე გვამცნობს რომ დავით აღმაშენებელს მგზნებარე სიტყვით მიუმართვავს ქართველთათვის: "მეომარნო ქრისტესანო თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლიის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესავალი, რომლითანაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ." ბრძოლაში მონაწილეობდა 40000 ქართველი, 15000 ყივჩაღი, 100 ფრანგი ჯვაროსანი და 500 ალან-ოსი. ხოლო თურქ-სელჩუკები იყვნენ 400000-დან 600000-მდე. ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა 200 მეომარი, მოღალატეებად შერაცხული, შეუშვა მტრის ბანაკში. მათ ხმლები იშიშვლეს და სელჩუკებს დაერივნენ. დემეტრე უფლისწულმა დავით აღმაშენებლის შვილმა გვერდიდან დაარტყა ილღაზის არმიას შემდეგ დავით აღმაშენებელმა შეუტია. მტერი შეირყა და უკუიიქცა. ქართველებმა მტერს 70 კილომეტრზე სდიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. ილღაზი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მალე ისიც გარდაიცვალა. ამ ბრძოლას დავითის ისტორიკოსი ,,ძლევაი საკვირველს” უწოდებს. ქართველებმა ეროვნული დღესასწაული დიდგორობა დააწესეს და ყოველთვის იხსენიებდნენ დიდგორის გმირებს და გმირთა გმირს დავით მე-4 აღმაშენებელს. 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები