national delicacy

რაჭა-იმერეთი ახალი გზით: შემოდგომის ფერები და ულამაზესი ხედები

  • ID: 64645
  • ნახვები: 613
complogo
ფიროსმანი ტურები
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ შაბათს, 9 ოქტომბერს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს - რაჭა-იმერეთი ახალი გზით: შემოდგომის ფერები და ულამაზესი ხედები. იმერეთიდან გადავლთ რაჭაში სულ ახლახან გახსნილი ულამაზესი გზით, დავტკბებით შემოდგომის ფერადი ბუნებით და შთამბეჭდავი ხედებით, მოვინახულებთ რაჭის ორ ყველაზე მაღალმთიან სოფელს: შქემრსა და მრავალძალს, საიდანაც დაუვიწყარი ხედები გვექნება, ვესტუმრებით იმერეთის ისტორიულ ძეგლებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით თბილისში. ტურის პროგრამა კი ასეთია:

1. ჯრუჭის მონასტერი, მე-11 ს. მდ. ჯრუჭულის ხეობა. მონასტერმა უნიკალური ხელნაწერები შემოგვინახა, ცნობილია ჯრუჭის ოთხთავით. მონასტერი მდიდარი ყოფილა ძვირვასი ხატებითა და ვერცხლითა და ოქროთი შემკული საეკლესიო ინვენტარით.
2. მდ. ხეორის ხეობა - რაჭა-იმერეთის დამაკავშირებელი ახალი გზა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ გადიოდა 40 კმ-იანი ისტორიული საქარავნე გზა, რომლის რეაბილიტაციაც მოხდა ახლახან.
3. მაღალმთიანი, ისტორიული და ულამაზესი ხედებით გამორჩეული სოფელი შქმერი, ზ.დ. 1721 მ.
4. სოფ. შუა შქმერის მონჭოხის წმინდა გიორგის და წმ. ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიები.
5. მაღალმთიანი, ისტორიული და ულამაზესი ხედებით გამორჩეული სოფელი მრავალძალი (ყოფ. მთისკალთა) - ზ.დ. 1840 მ.
6. მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია (მე-11 საუკუნე).
7. ჭოლევის (სიყვარულის) ტბა და კლდეები მრავალძალთან.
8. ბარაკონი - 1753 წ. ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.

 9 ოქტომბერი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 35 ლარი.

 ფეხით სასიარულო: ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 4-5კმ. მარტივი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.
გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 ჯრუჭის მონასტერი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში. იგი XI საუკუნეში დაარსდა. მომდევნო პერიოდში მონასტერი მოიშალა, XVI-XVII საუკუნეებშიკი კვლავ განახლდა. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობას რაჭის ერისთავები და წერეთელთა სათავადო სახლი ეცილებოდა ერთმანეთს, რის გამოც სამონასტრო კომპლექსი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტერი აღადგინა და მას დამოუკიდებლობა მიანიჭა. ამის შემდეგ მონასტერმა აღორძინება დაიწყო, 1810 წელს ის უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. ჯრუჭის მონასტერში თავადი წერეთლები და მონასტერში მოღვაწე სამღვდელო პირები არიან დასაფლავებული. აქ ასევე განისვენებენ წერეთლებთან დაკავშირებული სამეფო გვარის წარმომადგენლებიც, კერძოდ, იმერეთის მეფეები, გიორგი VII, დავით II და დავით II-ის ასული მზეხათუნ ბატონიშვილი. ჯრუჭის მონასტერმა უნიკალური ხელნაწერები შემოგვინახა, მონასტერი მდიდარი ყოფილა ძვირვასი ხატებითა და ვერცხლითა და ოქროთი შემკული საეკლესიო ინვენტარით. იგი ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ჯრუჭის მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია. 2011 წელს იგი ნანგრევებისგან გაიწმინდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავა, რომელის მიხედვითაც ჯრუჭის მონასტერი უახლოეს წლებში უნდა აღადგინონ.
ჯრუჭის I ოთხთავი — X საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. იგი ქართული ოთხთავის უძველესი რედაქციაა და ერთ-ერთი პირველია კლასიკურად ილუსტრირებულ ხელნაწერთაგან. გადაწერილია შატბერდის მონასტერში, კალიგრაფ გაბრიელის მიერ 936 წელს. ხელნაწერი მოხატულია თევდორე კამარათმწერლის მიერ, მომგებელი კი გრიგოლ მირდატის ძეა.
ჯრუჭის II ოთხთავი — XII საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. ცნობილია აგრეთვე ახალი ჯრუჭის სახელით. ოთხთავი ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ ილუსტრირებულ სახარებებს შორის მხატვრული სტილითა და მინიატიურების სიმრავლით. გადაწერილია მიქაელის მიერ, რომელიც ამავე დროს წიგნის მომხატველიცაა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
ფიროსმანი ტურები