დღიანი ტურები სვანეთში!
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
სვანეთი გრძელდებააა!
შემოდგომის ულამაზესი ფერები და თვალწარმტაცი ხედები ....
სასწაული ადგილი და სასწაული სილამაზე
მართლაც სამოთხე დედამიწაზე, საოცარი კუთხე - ბუმბერაზი მთებისა და კოშკების საუფლო <3.
სვანეთი თავისი იდუმალებით, მიუკარებელი და ამაყი ბევრჯერ უნდა გაოცდე, ბევრჯერ აღფრთოვანდე
, და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები
ტურის პროგრამა:
დღე 1
ენგურის ხეობა
ენგურის კაშხალი
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
მესტია
ჰაწვალი
ჰეშკილის ქოხები
ეთნოგრაფიული მუზეუმი
საღამოს გასეირნება მესტიაში
დაბინავება სასტუმროში.
დღე 2
სიყვარულის კოშკი
კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი
სოფელი ჩაჟაში
სოფელი უშგული
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი(დროის დარჩენის შემთხვევაში)
ლამარიას მონასტერი
ჯიპტური შხარაზე
მყინვარი შხარა
ენგურის სათავე
საღამოს დაბრუნება მესტიაში
დაბინავება სასტუმროში
დღე 3
ხერგიანების მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი
ზუგდიდის დადიანების სასახლე
ქორულდის ტბები -სურვილის მიხედვით, მხოლოდ კარგი ამინდის შემთხვევაში ( დამატებით )
საღამოს დაბრუნება თბილისში
ტრანპორტირება კომფორტული,გამართული მიკროავტობუსით,გამოცდილი მძღოლის მომსახურება
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში, 2 ღამე.
( 2-3-4 ადგილიან ნომრებში )
გიდის მომსახურება
საუზმე, ვახშამი, რომელიც ინდივიდუალურია, ყველას მიგვაქვს საგზალი და ლანჩ–პაკეტი.
შეგვიძლია ადგილზე მოვამზადებინოთ ვახშამი და საუზმე, სასტუმროში ყველა პირობა გვაქვს ამისთვის.
მუზეუმების მოსაკრებელი() და საბაგიროს თანხები()
ჯიპტური შხარაზე და უშგულში.( სულ)
გასვლა თბილისიდან, მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელიდან.
გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვყრით ნაგავს
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწვსიტყვაობთ
ვიცვამთ სპორტულად, და ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები ))
მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები (ისევ ფოტოებისთვის )
ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში ! .
მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ვმგზავრობთ პირბადით
ტრანსპორტი ტურში წამოსვლამდე გადის შემოწმებას და უტარდება დეზინფექცია
ტურში წამოსვლამდე ტარდება თერმოსკრინინგი(ტემპერატურის კონტროლი)
უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით
-------------------------
, ბაკური
, მარიამი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.