national delicacy

შემოდგომა კახეთში, ქეთევანობა: ალავერდი, ბოჭორმა, იყალთო, შიოს მარანი

  • ID: 64505
  • ნახვები: 1239
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/09/21
    დაბრუნება
    • 26/09/21
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ კვირას, 26 სექტემბერს, წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს "შემოდგომა კახეთში". დილით დავესწრებით წირვას ალავერდში, სადაც ბევრჯერ ულოცია ქეთევან დედოფალს. გვექნება მცირე ლაშქრობა უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ბოჭორმის ციხეზე, რომელიც მდებარეობს ტყით დაფარული მთის წვერზე და შთამბეჭდავი ხედები იშლება. მოვილოცავთ ბოჭორმის წმ. გიორგის ტაძარს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ფრესკებით, უშუალოდ დავით აღმაშენებლის ბრძანებით მოიხატა და უშვილოთა სახელგანთქმული შემწეა. ტურს ტრადაციულად და ამ დღის შესაბამისად დავასრულებთ: ბოჭორმის ციხის ძირში დავანთებთ კოცონს, შევწვათ მწვადს, ვიმხიარულებთ და ტურის შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ ერთმანეთს.

1. ალავერდი, წირვაზე დასწრება - საკათედრო ტაძარი და მონასტერი (მე-6-11 სს.). კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო. ტაძარშია წმ. ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავი.
2. იყალთოს მონასტერი და აკადემია (მე-6-12 სს.). წმ. ასურელი მამის ზენონ იყალთოელის და არსენ იყალთოელის სავანე.
3. ნასოფლარ არტოზანის წმინდა შიოს მონასტერი: "შიოს მარანი" (მე-12-13 სს.). კომპლექსში იყო უძველესი საწნახელი და ქვევრები. ტაძარში გვხვდება მე-13 საუკუნის ფრესკები. მხატვრობა მნიშვნელოვანია იმთაც, რომ აქ შემორჩენილია მეფე დავით ულუს გამოსახულება. ეს ბევრისთვის უცნობი და ძალიან შთამბეჭდავი ძეგლია.
4. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ტაძარი უნიკალური ფრესკებით, მე-10 ს. უშვილოთა შემწე. ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი (ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია დაცული და ალავერდის ტაძარიც სწორედ ამ ხატის სახელობისაა) სასწაულთმოქმედია. იგი დაბრძანებული იყო თელავში, ერეკლე მეფის ბატონის ციხის კარის ეკლესიაში, რომელსაც ქეთევანის ეკლესიასაც უწოდებენ. ხატზე შეხებით ბევრი განიკურნა. ამით გაკვირბულებმა აღმოაჩინეს, რომ ხატში წმ. გიორგის წმინდა ნაწილი იყო.
 ტურის ბოლოს კოცონი, მწვადები და მხიარულება.

 26 სექტემბერი, კვირა.
 ტურის ღირებულება: 25 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
ბოჭორმის ციხეზე: 1.5კმ (ერთი გზა) აღმართი, ტყის ფართო ბილიკი, საშუალოზე მარტივი რელიეფი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. სამწვადის თანხას ადგილზე ავაგროვებთ. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 ბოჭორმის კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ტყით დაფარული მთის წვერზე და საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება: ციხე-გალავანი, სასახლე, კოშკი და წმ. გიორგის ტაძარი, რომელიც უშუალოდ დავით აღმაშენებლის ბრძანებით მოიხატა და უშვილოთა სახელგანთქმული შემწეა. ვახუშტი ბაგრატიონი ბოჭორმის შესახებ აღნიშნავს: ესე არს მაღალს კლდესა ზედა. გამოდის ციხესა შინა წყარო. არს შენობა დიდი და მაგარი, შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არს: `ვეჭ, ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა მერმე უწოდეს ბოჭორმა". ციხე ფუნქციონირებდა მე-18 საუკუნის ბოლომდე. 1749 წ. ერეკლე II-მ ციხე განაახლა, ბოჭორმის ციხის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ბოჭორმის ციხესიმაგრის შიდა ფარგლებში მოქცეულია წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II ეპოქის) რამდენიმე ნაგებობა. ბოჭორმის წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც თარიღდება მე-10 საუკუნით, გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. მოხატულობა, რომელიც ამკობს ეკლესიის ექვსივე აფსიდის კედლებს თარიღდება მე-11-12 საუკუნეებით. დაზიანების მიუხედავად, თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა და დეკორის საერთო პროგრამის აღდგენა მაინც შესაძლებელია. ეს ტაძარი სამწუხაროდ აფეთქებულია ქართველი უღმერთოს ხელით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.
ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი - ძველად მშვენიერ ვაჟკაცზე იტყოდნენ ხოლმე, - ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰგავსო. მართლაც მშვენიერია და დიდებული ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი. 1800 წელს მეფე გიორგი XII ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, ესვენა და მისი მეოხებით სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. მკერდზე ვერცხლი აჰყარეს და გამოჩნდა წმინდა მთავარმოწამე გიორგის მკლავი. არავინ იცოდა, რომ იგი ხატში ესვენა. როცა ხატის გაახლება დაასრულეს და წმინდა ნაწილი ისევ ხატში, ძველ ადგილას ჩააბრძანეს, "ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოსა ზედა". ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება.
გიორგობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყრის აქ თავს. ხალხში არსებობს ასეთი რწმენა, რომ უშვილო ოჯახები ეკლესიაში ტოვებენ აკვნებს, ქვევრებს, თოჯინებს, ხოლო წმინდა გიორგი კი მათ შეეწევა და აჩუქებს შვილებს. ასევე სურვილს თუ ჩაუთქვამ და 3 წრეს მუხლისჩოქვით შემოუვლი, სურვილი აგისრულდება.

 ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე. ტაძარი ბოჭორმის წმ. გიორგის სახელობისაა და ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მეტრს აღემატება. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ალავერდი შუა საუკუნეების საქართველოს ერთი ყველაზე სახელგანთქმული სალოცავთაგანი იყო, ხოლო ალავერდობას (სექტემბერ-ოქტომბერში) დიდად, პოპულარული იყო საეკლესიო და სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მარტო ქართველები (გარე-კახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან), არამედ, ქისტები და დაღესტნელებიც. იმართებოდა ბაზრობაც.

 იყალთოს მონასტერი და აკადემია (მე-6-12 სს.). წმ. ასურელი მამის ზენონ იყალთოელის და არსენ იყალთოელის სავანე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. არსენ იყალთოელს XI-XII საუკუნეებში აქ აკადემია დაუარსებია. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების მთავარი ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი), VI საუკუნის სამების მცირე ეკლესია, ყველაწმიდის XII-XIII საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია და აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.

 შიოს მარანი - მე-12-13ს.ს. ეკლესიაში არის უძველესი საწნახელი და ქვევრები. წმ.შიოს სახელობის მონასტერი, შიოს მარნის სახელითაა ცნობილი. ამჟამად მხოლოდ წმ.შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. წმ.შიოს სახელობის ეკლესია აგურით ნაშენი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით განზიდული, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ეკლესიის ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით აგურითვე გამოყვანილი ჯვრების გამოსახულებებს. 1247-1259 წწ. ის მთლიანად მოუხატავთ. ამჟამად მოხატულობა შემორჩენილია აბსიდასა და დასავლეთის კედელზე. მხატვრობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ შემორჩენილია მეფე დავით ულუს გამოსახულება. მონასტრის ნაგებობებიდან შედარებით იკითხება ტაძრის აღმოსავლეთით მდგარი ორსართულიანი ქვის ნაგებობა, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზეა წაგრძელებული. ნაგებობის დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში ქვისავე კიბეა ამოყვანილი მეორე სართულზე ასასვლელად.
„შიოს მარანი“ დალოცვის ტექსტებშია.
„ღმერთმა ისე აგაშენოთ,
როგორც - შიოს მარანიო.
პური-ღვინო ბევრი მოგცეთ,
სხვა წყალობაც მრავალიო“...

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/09/21
    დაბრუნება
    • 26/09/21
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა