გომისმთა - ზღაპრული გარემო ღრუბლებს ზემოთ + დენდრო პარკი და ზღვა
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- ტრანსფერი
ტურის შესახებ
For English scroll down :
განთავსება ხდება ,როგორც კარვებში ასევე კოტეჯებში.
შეთანხმება წინასწარ .
გომის მთაზე
ტურის სირთულე: საშუალო
ტურის საფასური: (საფასურში შედის სალაშქრო აღჭურვილობაც)
ტურის საფასური კოტეჯში განთავსებით .
ტურის აღწერა:
07:00 შეკრება
07:30 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
პირველი დღე:
გზაში ვყიდულობთ ყველა საჭირო პროდუქტს.
შემოქმედის მონასტერი
გომის მთაზე ასვლა, დაბინავება პიკნიკი,კოცონი მუსიკა , ბევრი სურთი ულამაზესი ხედების ფონზე.
მეორე დღე:
ზღვა ( თავისუფალი დრო)
შეკვეთილის დედნროლოგიური პარკი
17:00 თბილისისკენ გამომგზავრება
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება
გამოცდილი გამყოლი (გომის მთაზე ტურების 4 წლიანი გამოცდილება)
ფოტო-ვიდეო გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია)
საკარვე აღჭურვილობა (კარავი,საძილე ტომარა, პარალონი)
კოტეჯში არის : სველი წერტილი ,წყალი ,სამზარეულო, დენი . (2-3-4 კაციანი ნომრები )
ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.
დამატებითი ინფორმაცია:
კვება ინდივიდუალურად (ბუნებაში ვშლით საერთო სუფრას)
მოსახერხებელი და შესაფერისი ჩაცმულობა
საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალება,
განთავსება შესაძლებელია,როგორც კარავში,ასევე კოტეჯში.შეთანხმება ხდება წინასწარ !
იყავი გამორჩეული ფენომენალურ ტურებთან ერთად!
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.