განსხვავებული სვანეთი

ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64145

რა შედის

  • ტრანსფერი
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ნილე Traveler გთავაზობთ სვანეთის ყველაზე განსხვავებულ და შთამბეჭდავ სამდღიან ტურს !
ჩვენ ვნახავთ ისეთ ადგილებსაც, ბევრს
რომ არ უნახავს,ამიტომაც იქნება გამორჩეული მოგზაურობა ????

????სასწაული ადგილი და სასწაული სილამაზე #ეს #სვანეთია
მართლაც სამოთხე დედამიწაზე, საოცარი კუთხე - ბუმბერაზი მთებისა და კოშკების საუფლო

????ტურის პროგრამა:
????დღე 1
ენგურის ხეობა
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
მესტია
ჰაწვალი,ზურულდის საბაგიროები
ჰეშკილის ქოხები
ჰეშკილის ტაძრები
ეთნოგრაფიული მუზეუმი
მიხეილ ხერგიანის მუზეუმი
ხერგიანების საგვარეულო კოშკი,საიდანაც გადმოვხედავთ მესტიას.
საღამოს გასეირნება მესტიაში და რა თქმა უნდა დავაგემოვნებთ კუბდარს????

????დღე 2
სიყვარულის კოშკი
სოფელი კალა
კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი
სოფელი უშგული
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
თამარ მეფის კოშკი
ლამარიას მონასტერი
უღვირის ულამაზესი ტბა
სოფელი წვირიმი
წვირიმის მონასტერი საოცარი ხედებით

????დღე 3
ქორულდის ტბები
ჭალაადის მყინვარი,მდინარე მესტია ჭალას სათავე
შდუგრას ჩანჩქერი
(ამ სამი სანახაობიდან ვირჩევთ ერთ-ერთს ჯგუფის სურვილის მიხედვით)
გამომგზავრება თბილისში

????გიდის მომსახურება,რომელის მოგიყვებათ თითოეული სანახავი ობიექტების ისტორიებსა და ლეგენდებს.
????ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
????ღამისთევა საოჯახო სასტუმროში, 2 ღამე. ( 2-3 ადგილიან ნომრებში )????

საუზმე, ვახშამი, რომელიც ინდივიდუალურია, ყველას მიგვაქვს საგზალი და ლანჩ–პაკეტი.????????
შეგვიძლია ადგილზე მოვამზადებინოთ ვახშამი და საუზმე, სასტუმროში ყველა პირობა გვაქვს ამისთვის.
????მუზეუმების მოსაკრებელი და საბაგიროს თანხები,ასევე უშგულში წასასვლელი დელიკების თანხა.

ტური შეიძლება გაკეთდეს 5 ან 6 კაციანი ჯგუფისთვის,რომლის საფასურიც იქნება .

გასვლა თბილისიდან, სასტუმრო რედისონიდან ღამის 01:00 საათზე.

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.