შატილის ტური
ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
???? იქ სადაც ხევსურული სილამაზეა, იქ სადაც უდიდესი ისტორიაა! ორდღიანი ტური შატილი-მუცოს ხეობაში!
___________________________________________
► ტურის სახეობა: სათავგადასავლო-შემეცნებითი
► სატრანსპორტო საშუალება კომფორტული და გამართული, ტექ. გავლილი Mercedes Sprinter
► ფეხით გასავლელი: 4 კმ- მდე. კილომეტრი.მარტივი სირთულის.
► ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე 1 ღამე
► რა წამოვიღოთ? - საკვები ,წყალი. პირადი აფთიაქი, საწვომარი
► შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი. ველოსიპედის ძეგლის წინ ???? 7:00 საათი
► დაბრუნება ???? 22:00-23:00 საათი
✅ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
✅ გამოცდილი გიდის მომსახურება.
✅ კომფორტულ სასტუმროში ერთი ღამისთენება
✅ ან კარავში ღამისთენება
❌ კვება (სახლიდან მოგვაქვს ორი დღის საგზალი და ყველა ჯგუფის მონაწილე მივირთმევთ ერთად)
___________________________________________
✅ მოსანახულებელი ადგილები:
???? ჟინვალის წყალსაცავი
???? დათვისჯვრის უღელტეხილი - ზღვისდონიდან 2700 მეტრი. ადგილი საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები
???? ლებაისკარის ციხე-ლებაისკარი — შუა საუკუნეების ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი
???? გუროს ნაწვეთარი
???? შატილი ციხე-ქალაქი- ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა და საცხოვრებელიც.
???? ანატორის აკლდამები- გადმოცემის თანახმად, გავრცელებულა ,,შავი ჭირი" , აქაურად „ჟამი“ მოსდებია სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორელები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში
???? მუცო ციხე-ქალაქი
???? ჩარგალი ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი
???? დაბრუნება თბილისში
პ.ს. სხვა დამატებით საჭირო ინფორმაციას გაგაცნობთ 3 დღით ადრე.
????
???? VIBER / WHATS UP
მშვიდობიან დღეს გისურვებთ!
მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
რა ვნახოთ
- მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
- გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
- თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.