national delicacy

3-4-5 სექტემბერი - სვანეთის სამდღიანი ტური

  • ID: 64024
  • ნახვები: 1195
complogo
დაივერს ჯორჯია
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/09/21
    დაბრუნება
    • 05/09/21
დამატებითი ინფორმაცია

ტურის აღწერა:

I დღე:

14:00 სთ. დაბინავება საოჯახო სასტუმროში (მესტიის ცენტრში)

16:00 სთ. მესტიის მუზეუმი

17:30 სთ. მესტიის საკათედრო ტაძარი

18:30 სთ. ბეთქილის მჟავე წყლები

19:00 საათიდან თავისუფალი დრო (შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღამის მესტია, ეწვიოთ ადგილობრივ კაფე-რესტორნებს და ა.შ.)

II დღე:

08:00 სთ. სიყვარულის კოშკი

10:30 სთ. უშგული (თემში შემავალი ოთხი სოფელი, ლამარია, თამარის კოშკი, უშგულის მუზეუმი)

15:00 სთ. წმ. კვირიკეს და ივლიტას ტაძარი

18:00 სთ. დაბრუნება სასტუმროში

III დღე:

10:00 სთ. კურორტი ჰაწვალი (თუ უამინდობა ხელს არ შეგვიშლის)

13:00 სთ. ჰეშკილის ქოხების მიმდებარედ მოწყობილი ტურისტული ცენტრი

14:30 სთ. ლატალის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი

17:00 სთ. ენგურჰესის კომპლექსი

გასვლა: პარასკევი, 05:00 სთ.

დაბრუნება: კვირა, 23:00 სთ.

შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

ღირებულება:

ტურის ღირებულება გახლავთ:

115 ლარი საერთო სველწერტილებიან ნომერში განთავსებით

140 ლარი ინდივიდუალურ სველწერტილებიან ნომერში განთავსებით

ღირებულებაში შედის:

მგზავრობა უმაღლესი კლასის მიკროავტობუსით (კონდინციონერით)

ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)

საოჯახო სასტუმრო მესტიის ცენტრში (რა ფასიან პაკეტსაც შეარჩევთ იმის მიხედვით)

ღირებულებაში არ შედის:

კვება (შეგიძლიათ წამოიღოთ რაც მოგესურვებათ ან შეიძინოთ ადგილზე)

მესტიის მუზეუმის (10ლ), უშგულის მუზეუმის (3ლ), სიყვარულის კოშკის (1ლ) და ჰაწვალის საბაგიროს (20ლ) მოსაკრებლები (ჯამში 34 ლარი ერთ პერსონაზე)

უშგულის ტურზე ადგილობრივი ტრანსპორტის მომსახურება (15 ლარი ერთ პერსონაზე)

დამატებითი ინფორმაცია:

სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ვეწვიოთ ქორულდის ტბებს და კურორტ თეთნულდს (ჯიპებით ასვლის საფასური ერთ პერსონაზე 20-35 ლარია თითო მიმართულებით)

აუცილებელია იქონიოთ პირბადეები

თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 30 %

შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა

კომპანიის საბანკო ანგარიში:

თიბისი ბანკი: GE04TB7669136020100003 - შპს "დაივერს ჯორჯია"; ს/კ 435432462.

599 20 99 44; 599 02 44 66

info@diversegeorgia.com

diversegeorgia.com

თბილისი, წერეთლის 116

Diverse Georgia - თქვენი საიმედო მეგზური

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე115.00
დაივერს ჯორჯია
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/09/21
    დაბრუნება
    • 05/09/21
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა