აბუდელაური ფერადი ტბები აგვისტოს ბოლო ადგილი
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
#აბუდელაურის ფერადი ტბები
❗ 1 დღიანი ტური ❗
" ლელო შენი ტურისტული მეგზური"
თქვენ გელოდებათ ახალი მეგობრები, თავგადასავალი, მეტი პოზიტივი და დაუვიწყარი დღე.
ეს თქვენი შანსია მომდევნო ხარ შენ.
მოვინახულებთ:
✔ აბუდელაურის მწვანე ტბა ✔ აბუდელაურის ლურჯი ტბა ✔ აბუდელაურის თეთრი ტბა ✔ როშკის ლოდები
✔ ჭიუხები
▪ ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
▪გამყოლი
➡ გასვლა
- M დიდუბის ზედა გაჩერება.
ვიკრიბებით 06:45
გავდივართ 07:00
დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით
➡კვება
მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვაწყობთ საერთო პიკნიკს
➡ ტურში გასათვალისწინებელი ❗
❌ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება
❌ შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება)
❌ არ ვანავგვიანებთ გარემოს,
❌ შეურაცმყოფას ერთმანეთს არ ვაყენებთ,
❌ ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით).
❌ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან.
❌ ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს
❌ფორსმაჟორული სიტუაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ.
❌ფეხით სასიარულო 8 კილომეტრი (ერთი გზა).
საჭირო ეკიპირება
სალაშქრო ფეხსაცმელი
გამოსაცვლელი
საწვიმარი
წყალი
➡ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან მოგვწეროთ ლელო / travel club lelo -ის პირად შეტყობინებაში.
მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
რა ვნახოთ
- მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
- გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
- თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.